მოსკოვში, აფხაზებთან შეხვედრისას გამოიკვეთა აზრი, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სააკაშვილისა და თურქეთის სპეცსამსახურების ერთობლივი აქციაა
11:44 07.06.2016
პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერის ზვიად ჩიტიშვილის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, ის სპეციალურად გაფრინდა მოსკოვში, და მრგვალ მაგიდასთან გავლენიან აფხაზებს, ოსებს, რუსებსა და ქართველებს შეხვდა.
ამის შესახებ ჩიტიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მოკლედ გეტყვით- ამ შეხვედრაზე რიგითი აფხაზები გავლენიან აფხაზებს ისეთ მწვავე შეკითხვებს უსვამდნენ და ისე მკაცრად სთხოვდნენ პასუხს მომხდარის გამო, რომ გაოცებული დავრჩი. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აფხაზები, რუსები და ოსები მართლაც არიან მზად ქართველებთან შესარიგებლად!
შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ მომხდარი მკვლელობა არის სააკაშვილისა და თურქეთის სპეცსამსახურების ერთობლივი აქცია! გავლენიანი აფხაზი ძმებისგან მივიღე პირობა, რომ მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლი უმკაცრესად დაისჯება და მას ხელს არ დააფარებენ!“ - აცხადებს ჩიტიშვილი.
http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/...ivi-aqciaa.htmlაი ამათი დედშვც გერმანელების მერე
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet