არა მგონია ვინმემ არ იცოდეს, მაგრამ მაინც ავხსნი
ჰიპების მოძრაობა დაიწყო XX საუკუნის 60-70-იან წლებში ამერიკაში. ახალგაზრდების ნაწილმა პროტესტი გამოუცხადა საზოგადოებას და ამ პროტესტის გამოხატვის ფორმად აირჩიეს სახლიდან წასვლა და ღია ცის ქვეშ თავისუფლად ცხოვრება. მათ ზურგი აქციეს ფულს, სიმდიდრეს, რადგან ეს ყველაფერი ძალმომრეობას და უთანასწორობას უკავშირდებოდა. მათ საკუთარი თემი ჰქონდათ, რომელიც ჩაკეტილი სამყარო იყო, ისინი არ ცნობდნენ საზოგადოებრივ ნორმებს და კანონებს. ისინი ცხოვრობდნენ კომუნებად, სადაც აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული. აბსოლუტური თავისუფლება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ფულს ძირითდად მათხოვრობით შოულობდნენ. უხვად მოიხმარდნენ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. უსმენდნენ როკ’ნ’როლს, მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ყვავლებით მოხატულ ფოლკსვაგენის ფურგონებში, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. მიუხედავად გარკვეული უარყოფითი გვერდითი მოვლენებისა მათ დასაბამი მისცეს ახალ, ფილოსოფიურ სუბკულტურას. ხელოვნებაში ის პირველად ისევ ამერიკაში გამოიხატა.
უნდა ითქვას, რომ ისინი არ ცნობდნენ არც ერთ მოდურ მარკას და ბრენდს. თმა თავისუფლად ჰქონდათ გაშვებული, ეცვათ ფერადი სამოსი, დახეული ჯინსები. ოღონდ ეს ყველაფერი ჭუჭყიანი იყო
ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჰიპი ვყოფილიყავი, ნუ ბოლომდე არ მესმოდა ამ სიტყვის "ავკარგიანობა", მაგრამ მომწონდა მათი სტილი - თმები, ჩაცმულობა (

)
თემის მთავარი კითხვა ასეთია - მოგწონთ პროტესტის ასეთი ფორმა? სულ ამბობთ, რომ თავისუფლება არ არის, ეს გურჯისტანია, სექსუალურად შეზღუდულები ვართ.
აი ბატონო - არ მოსწონდა ხალხს ნორმები - გამონახეს გამოხატვის ასეთი ფორმა - სექსუალური თავისუფლება + განდეგილობა საზოგადოებისგან და ოჯახისგან + დამოკიდებულება მარიხუანასა და ალკოჰოლზე
წახვიდოდით თქვენც ამაზე?




p.s. რამდენი ხანია იცით ვწერ?
ზუსტად 20 წუთია

ხოდა დამიფასეთ და უზრდელობა და უხეშობა არ იყოს ჩემს თემაში, კარგი?

ხო დამავიწყდა მეთქვა - მოდერებო თუ თვლით, რომ ეს თემა არ შეესაბამება განყოფილების ფორმატს, ან უკვე იყო - იცით როგორც უნდა მოიქცეთ

ხო და კიდევ ის - ბოლო ფოტო ხო მაგარია
This post has been edited by dariala on 27 Feb 2011, 00:45