ეხა თემა როგორ იყო რაა,
მივდივარ ხილიანზე გრეკეთისკენ რო გზა მიდის მანდ
მაღალი კორპუსებია ხო აზზე ხართ, ხოოდა
ტიპი თურმე უხვევს გამოდის ეგეთი პონტია ხო ხვდებით,
ხოოდა შევნიშნე, დავატორმუზე, გზა დავუთმე
მეთქი უცხო უბანში ვარ, რაღაცა ტუდა სუდა
ჰოოდა, ტიპმა ვერცხლისფერი პრიუსით იყო
და ხელი ამიწია, ანუ მადლობაო რაა და მეც
ჩემებურად ეხლა კაი კაცი ხარო რო ესე ეთიკურად
იქცევიო ჩემ უბანშიო ეგრე ჩავთვალე რაა, ხვდებით ხოო?
ხოდა მეც აქედან

თავი დავუკარი, რო აბა რაა
თბილისია და ურთიერთობაა ეს ქალაქი მეთქი მაგის ნიშნად
ხოდა თუ ეხლა ამას ის ტიპი კითხულობს ან წაიკითხავს
მინდა იცოდეს რო მეც, ჩემის მხრივ დავუკარი თავი რაა
წვიმა იყო და შეილება ვერ შენიშნა მარა მე ჩემი
კაცობიდან და გაგებიდან გამომდინარე, რაც გასაკეთებელი
იყო ყველაფერი 5იანზე გავაკეთე