#48027317 · 7 Jun 2016, 19:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა 19:29 07-06-2016 „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ინფომაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ქართუს" პრესსამსახურში დაუდასტურეს.
დღესვე აუქციონზე ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა, თუმცა მყიდველის ვინაობა უცნობია. ”შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, ”ჩვენი ნიკოსი“ კი 4 000 ფუნტი. "სოტბის" ვებ-გვერდზე არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მხატვრის ნამუშევარი „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ”სოტბის” აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება, ვინაიდან სექციის ცვლილება საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|