ლიბერალებისთვის და მეგრანტეებისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობ.
მე უფრო უცოდველ კრავებს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო.
ხალხო,ტყუილია ისიც,რასაც გეუბნებიან და სიმართლეც რომ იყოს,პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ვიზალიბერალიზაციაც,ევროკავშირში და ნატოში შეშვებაც.
ახლა საქმე:
ბოლო დღეებია, მიზანმიმართული ანტიქართული პროპაგანდა მიმდინარეობს გერმანული მედიის საშუალებით. ამ საქმეში ყველაზე დიდ წილს გამოცემა Bild წევს, რომელიც პირდაპირ კონტროლდება მერკელის CDU-ს მიერ და რომელსაც ქართულმა ლიბერასტულმა მედიამაც აუბა მხარი, თანაც ისე რომ თვითონ არ დაინტერესებულან არანაირი სტატისტიკით, რათა გაერკვიათ რამდენად ახლოსაა რეალობასთან ეს ფაქტი და ციფრები, რომელიც ქართველებს მხოლოდ კრიმინალის მცოდნე ერად გვაჩენს მსოფლიოს თვალში. შევეცადე დეტალური ინფორმაცია მომეპოვებინა, რომელსაც BKA(Bundeskriminalamt - ფედერალური კრიმინალური სამმართველო)-ს ოფიციალურ გვერდზე წააწყდებით...
მაშ ასე, გერმანიაში გასულ წელს მთლიანად ჩადენილია 6 330 649 დანაშაული, აქედან გახსნილია 3 564 811. სულ გერმანიაში 2015 წელს ჩადენილია არაგერმანელის მიერ 911 864 დანაშაული, ქართველების წილი აქედან არის 8085 დანაშაული, რომლითაც ის ბოლოს წინა ადგილს იკავებს 0,9% გერმანიაში მოქმედ უცხოელ კრიმინალებს შორის(სურათზეა ნაჩვენები).
აქვე დეტალური სტატისტიკა ბინის ქურდობებზეც, რადგან როგორც გამოცემა Bild წერს, 167 ათასზე მეტი ბინის ქურდობიდან უმეტესობა ქართველებზე მოდისო. სულ გერმანიაში ჩადენილია 167,136 ბინის და სახლის ქურდობა, აქედან მხოლოდ 8,9% ჩადენილია არაგერმანელის მიერ. გასულ წელს ბინის და სახლის ქურდობაში ეჭვიმიტანილია 7096 არაგერმანელი, აქედან ქართველი მხოლოდ 455-ია. ქართველთა წილი ბინის გაქურდვის საქმეში 6,4%-ია, ისიც არაგერმანელბს შორის, ხოლო საერთოდ სულ ჩადენილი ბინის და სახლის ქურდობის დანაშაულთან მიმართებით ქართველთა წილი მხოლოდ 0,3%-ია. სულ გერმანიაში გახსნილ დანაშაულთან მიმართებაში ქართველების წილი არის 0,23%.
ბინის და სახლის გაქურდვის "რეიტინგი" კი ამდაგვარად გამოიყურება: 1.სერბეთი(სარგებლობს უვიზო მიმოსვლით), 2.რუმინეთი(ევროკავშირის წევრი), 3.თურქეთი, 4.ალბანეთი(სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი), 5.პოლონეთი(ევროკავშირის წევრი და შენგენის მონაწილე), შემდეგ მოდის 6.საქართველო, 7.კოსოვო, 8.ხორვატია(ევროკავშირის წევრი), 9.ბოსნია-ჰერცეგოვინა( სარგებლობს უვიზო მიმოსვლით), 10.იტალია(ევროკავშირის დიდი ხნის წევრი და შენგენის მონაწილე)...
მოცემული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია BKA-ს ოფიციალურ გვერდზე,აგერ თქვე "ლინკიც".
http://www.bka.de/DE/Publikationen/Polizei.../pks__node.htmlდა თვითონ ეს ციფრიც,მე მგონია გაბერილი,თუმცა,რაცაა,ეგაა...
ვისურვებდი რათქმაუნდა,ქართველები მასეთ სტატისტიკაში საერთოდ არ მოხვედრილიყვნენ,მაგრამ რას ვიზავთ...
ყოველი პირადი ინტერესი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესთან, უმოწყალოდ უნდა განადგურდეს