დღეს ძალიან სწორ აქცენტებს გაესვა ხაზი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მათ შორის რუსთავი2-ის ჟურნალისტთან დაკავშირებით. კვესიტაძეს ძალიან უნდოდა მწყობრიდან გამოეყვანა რესპოდენტი მაგრამ ყველა მცდელობა სათანადო შედეგით სრულდებოდა!
ამიტომ მეგობრებო, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები იქნება, იმდენად რამდენადაც ეს არჩევნები გონებაზე და ანალიზზე დაყრდნობით იქნება კონკრეტული ამომრჩევლის მხრიდან გადადგმული.
ამიტომ უერთდები მოწოდებას, რომ მოსახლეობამ გაანალიზონ ყველაფერი ისე როგორც სჭირდება სამებას, საკუთარ ქვეყანას, ოჯახსა და მომავალ თაობას! თავის მხრივ კი, სამების არსი ერთარსებაშია და შინაარსი გვეუბნება იმას რომ არ შეიძლება სამის ერთად წოდებულის დაშორება, რადგან სამივე თანასწორია ერთარსებაში მოქცეული. აი ასეთი მნიშვნელობისაა სამშობლო, ოჯახი და ჩვენი მომავალი თობა შინაარსობრივად!
ამიტომ გისურვებთ აზრს გონიერს, შორსმჭვრეტელობასა და სიბრძნეს!"-ასე ეხმაურება გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი, საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე, ქვეყნის ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ შეხვედრას ჟურნალისტებთან.
ერქომაიშვილი მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზეც წერს: "გვარამია უნდა გადაიხვეწოს ქვეყნიდან"
"რაც შეეხება გვარამიას.
იმის შემდეგ რასაც ეხება ყოფილი პრემიერი, შეგვიძლია ვისაუბროთ მის სულიერ-ზნეობრივ- მორალურ მხარეზე, და ამის ახსნა ნამდვილად არ გაჭირდება. პიროვნება, რომელიც რამოდენიმე წლის წინ სჯის კონკრეტულ ტელევიზიას (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) არა თუ უფლება აქვს გამოდიოდეს და ქვეყნის მოსახლეობას ნაცარს თვალებში აყრიდეს, აქაოდა დამოუკიდებელ ტელევიზიას ანადგურებენ და ამით მსოფლიო დემოკრატია იღუპებაო... არამედ საერთოდ უნდა გადაიხვეწოს ქვეყნის გარეთ, მაგ: ოდესაში!
არ ჯდება არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებში! მეტიც, შეგვიძლია პიროვნებაზე ვივარაუდოთ რომ ის ყველაფრის მკადრებელია რასაც დაავალებს ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი მატყუარა და პოლიტიკურად გარყვნილი ლიდერი, ოდესის გუბერნატორი, რომელმაც ეხლა ოდესაში საველე კარავი გახსნა!
http://www.ipress.ge/…/34665-saakashvilm...hao-kabineti… ანუ პრინციპი "ჯერ დედას მოვკლავ, დავახრჩობ მამას, თუ კი პარტია (ნაცები) მიბრძანებს ამას" ერთი ერთში ჯდება გვარიამიას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან!
ორი სიტყვით კი ასე შეიძლება ითქვას გვარამიაზე. პიროვნება რომელიც ამორალურია!"-წერს ვიცე გუბერნატორი.
http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=18214
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet