#48040061 · 9 Jun 2016, 01:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PROTEST5 გამიზნულად აგდებს ოპტიკური გადაცემის სიმძლავრეს. დეციბელები გვერდით უწერია, 5db, 15db და ა.შ.
QUOTE | შესაძლოა თუ არა დროფ კაბელის ფასტ კონექტორების გადაბმა ამ მოწყობილობით, შედუღების აპარატის გარეშე |
არა, კონექტორები უერთდება (SC, LC, etc.) და რომც შეიძლებოდეს, არანაირად არ არის სასურველი. სიგნალის ხელოვნური დეგრადირებაა.
ატენუატორები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დამასხივებელი ლაზერის სიმძლავრე ძალიან მაღალია და საჭიროა მისი ხელოვნურად დაგდება, ან აპარატურის ტესტირებისას საჭიროა სიგნალის გაუარესების სიმულაცია. ყველა ოპტიკურ ტრანსივერს, აქვს თავისი ოპტიმალური ოპერაციული dB ზღვრები rx-ზეც და tx-ზეც.
მაგალითად როდესაც ორ როუტერს აერთებ ერთმანეთთან SFP-ებით, რომლებიც განკუთვნილია 10 კილომეტრიან მანძილზე სამუშაოდ, მაგრამ როუტერები დგანან გვერდიგვერდ სასერვეროში, ან ერთ შენობაში და ა.შ. მაგ დროს rx ლაზერი იმდენად მძლავრია (ტემპერატურაც შესაბამისად მაღალია ამ დროს), რომ კარგ ვარიანტში შეიძლება მაღალი პაკეტლოსით იმუშაოს ან საერთოდ არ დადგეს ლინკი, ცუდ შემთხვევაში შეიძლება დააზიანო ტრანსივერი (SFP, GBIC და ა.შ). ნორმალური მწარმოებლის SFP-ების ოპერაციული რეინჯები, ყოველთვის მითითებულია datasheet-ებში. ასევე ზღვა სხვა ინფორმაცია BER კოეფიციენტების ჩათვლით.
ცისკოს მაგალითზე რომ ავიღოთ, თუ ტრანსივერს აქვს DOM მხარდაჭერა, ოპერაციულ სისტემაში შეგვიძლია დავინახოთ შემდეგი პარამეტრები ცოცხალ ინტერფეისზე რეალურ დროში:
CODE | SW4#sh interfaces transceiver Transceiver monitoring is disabled for all interfaces.
If device is externally calibrated, only calibrated values are printed. ++ : high alarm, + : high warning, - : low warning, -- : low alarm. NA or N/A: not applicable, Tx: transmit, Rx: receive. mA: milliamperes, dBm: decibels (milliwatts).
Optical Optical Temperature Voltage Current Tx Power Rx Power Port (Celsius) (Volts) (mA) (dBm) (dBm) --------- ----------- ------- -------- -------- -------- Gi0/26 54.0 3.30 6.4 -5.6 -6.1 |
show interfaces transceiver threshold-table ბრძანებას გამოაქვს საკმაოდ ვრცელი, თუმცა ზოგადი ზღვრული მახასიათებლები სხვადასხვა ტიპის ტრანსივერებისთვის. შემოკლებული ვარიანტი:
CODE | SW4#show interfaces transceiver threshold-table Optical Tx Optical Rx Temp Laser Bias Voltage current ------------- ------------- ------ ------------ ---------
SX_SFP Min1 -10.00 -17.50 -5 N/A 3.00 Min2 -9.50 -17.00 0 N/A 3.09 Max2 -4.00 0.00 75 N/A 3.59 Max1 -3.50 0.00 85 N/A 3.70 |
|