ალგეთი ჩემი უსაყვარლესი ადგილია საქართველოში... ვინც ნამყოფი ხართ ალბათ გეცოდინებათ ამ ადგილების ისტორია (ბაღვაშთა აუღებელი ციხესიმაგრის ამბები) და გადმოცემები (როგორ გააკეთებინა თამარ მეფემ ოქროს წერაქვი და დააწესა ჯილდო მისთვის ვინც ამ წერაქვს კლდის გაჭრისას გაცვეთდა და ეგეთები), ბრწყინვალე და მრავალფეროვანი ბუნება, კულტურული თავისებურებები, ეთნიკური მრავალფეროვნება, ყინულივით წყაროები და ა.შ.
ვისაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ ამ თემაში და ფოტომასალაც დავურთოთ თუ ვინმეს გვაქვს.. მე სამწუხაროდ ყოველთვის კამერის გარეშე ვხვდებოდი იქ და არცერთი ფოტო არ მაქვს..
მოკლედ ალგეთი ყველაზე კარგი მაშინაა თუ აქ მანგლისიდან ოსური სოფლის არხოტის გავლით მოხვდებით (აქედან უკვე მანქანის გზა მთავრდებოდა და აუცილებლად ფეხით უნდა ახვიდეთ; არადა ძირითადად ქართული სოფლის ნამტრიანის გავლით სამანქანო გზით ადიან ხოლმე კლდეკარამდე), შემდეგი აზერბაიჯანული სოფელი ნაპილნარია საიდანაც ბერძნული სოფლის (2 თუ 3 წლის წინ აქ მხლოლოდ 2 მოხუცი ადამიანი- კოსტა და მისი მეუღლე ცხოვრობდა, სამწუხაროდ სოფლის სახელი აღარ მახსოვს და ამჟამად არ ვიცი რა მდგომარეობაა) გავლით კლდეკარამდე ავდივართ..
კლდეკარზე თუ ახვალთ 2 შემოვლითი მარშუტი არსებობს საიიდანაც კლდეზე ციხეში ერთი ბილიკით ასვლაა შესაძლებელი (თუმცა პირდაპირ კლდეზე ასვლაც შეიძლება, მაგრამ ამას ყველას არ ვურჩევდი

).. ციხიდან უკვე დასაბანაკებელი ადგილებისკენ ნამტვრიანის მიმართულებით უნდა წახვიდეთ სადაც შეშის, და წყლის პრობლემა არ იქნება (მაღლა აქედან არცერთი არ არის)...
აქ პირველი წყაროა რომელიც მე ვერცერთხელ ვერ ვიპოვე, მაგრამ ბაყაყების ყიყინი გავიგე და არავის ვურჩევვ ეძებოს

.. მეორე ადგილს მUტEლწYარო ქვია (მე მაპატიეთ მაგრამ ესეა

) და საუკეთესო ადგილია დასაბანაკებლად.. აქედან გზა უკვე ქართული სოფლის ნამტრიანისკენ მიდის საიდანაც ისევ მანგლისში ვბრუნდებით..
ალგეთის ჩემი აზრით ძალიან კარგია განსხვავებულ კულტურებთან და ტრადიციებთან (ქართველები - მათ შორის მთიულეთიდან ჩამოსახლებულიც, ოსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები) და ცოცხალ ბუნებასთან საკონტაქტოდ..
ადრე ყოველთვის მეგონა რომ ხალხური ლექსი "კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანიო" ალეგორიულად იყო ნაგულისხმევი მაგრამ როდესაც დაღამების წინ ადგილობრივი გამცილებელი გამექცა ტყიდან და რამდენიმე საათში დამფრთხალი ნონადირე ძაღლიც წკმუტუნით უკან მიჰყვა მაშინ მივხვდი რომ ეგრეც არ იყო საქმე
მოკლედ რა არ შეიძლება ალგეთის უღრანებში ნახო: მგელი, დათვი, ფოცხვერი, შველი, ღორი, ირემი, არწივი, გველებიც კი..
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება მაგრამ ამჯერად ეს გვეყოფა
This post has been edited by Chanunpa Wakan on 20 Nov 2006, 01:35