WARNING: ხმის მიცემამდე, გთხოვთ, გაეცნოთ ჩამონათვალს დეტალურად!!! რო მერე არ დაიწყოთ, ისაო და ესაო
თემის შინაარსი იხილეთ პოსტის ბოლოში

1.
მულანი - მებრძოლი ტიპია, გულადია და რისკიანი, თან ბავშვური. სხვისი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. გულიანი ტიპიო რა რო იტყვიან, ცოტა მამაკაცურიც, ჯიგარი გოგო.

2.
მეგი - უკარება, ამაყი, ცოტა რომანტიკულიც, თამაში უყვარს. მულანივით მებრძოლი ტიპი არაა, დინებას მიჰყვება, მარა ერთი თუ ამოასხა.

3.
პოკაჰონტასი - მამამისის გოგოა. ცოტა გულუბრყვილოა, მაგრამ გაბედული და ემოციური. ინდიელობიდან გამომდინარე, უფრო ინტუიტიური ტიპია, ბუნებასთან ჰარმონია და შინაგანი სიმშვიდე და საპირისპიროდ, ველური, პირგამეხებული ვეფხვი ხანდახან, თუ გადაეკეტა, ძალიან ბრაზდება.

4.
ჟასმინი - ესეც მამამისის გოგოა. ბუტია და მგრძნობიარე. სუსტია შინაგანად, ძლიერი ინდივიდუალობა არ აქვს, მაგრამ გარეგნულ ინდივიდუალობებს ვერ დაუწუნებს კაცი.

5.
კრუელა - ტიპური დესპოტი და შინაბერა. საკუთარი კომფორტის მოსაწყობად გადათელავს ყველას. ჭკვიანია საკმაოდ, მაგრამ ნერვიული და ფსიქოლოგიურად სუსტი.

6.
ტიჰირო - ჭკვიანი და გამომგონებელი. რომანტიული და გაბედული. ძალიან დაკვირვებულია, დამოუკიდებელი და აქვს ემპათიის უზარმაზარი უნარი, მარა ბავშვია, შეჩემა, ბავშვი.

7.
ფიფქია - ნუ, ტიპური გულუბრყვილო დისნეის პრინცესა, რომელიც ოცნებობს თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე. მისთვის სამყაროს ბედუკუღმართობა და ადამიანთა მზაკვრობა უცნობია. ყველას ენდობა, ფუსფუსებს თავისთვის და არის რა.

8.
ჩელი - ჯესიკა რებითის და ბეტი ბუპის შემდეგ, ალბათ ყველაზე სექსუალური პერსონაჟი გასაგიჟებელი ფორმებით. ისიც პოკაჰონტასივით ველურია, მაგრამ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე. მამაკაცებს გამორჩენის მიზნით უკავშირდება და ამ მხრივ მოხერხებულია, კარგად მანიპულირებს მათი გრძნობებით. სხვა მხრივაც მოხერხებულია, რაც ჩანს ერთ-ერთ კადრშიც, თუ დასერჩავთ.

9.
ჯესიკა რებითი - ნუ ამას ბევრი წერა-კითხვა არ უნდა.

ნუ, თუ ბოლოსდაბოლოს ჯესიკა რებითს (უფრო სწორად მის ძუძუებს) თვალი მოსწყვიტედ,
ესაა მცირე ჩამონათვალი ქალი პერსონაჟების თავისი ძალიან მოკლე დახასიათებით, თემის ავტორის თვალით დანახული, რა თქმა უნდა. თუ განსხვავებული შთაბეჭდილება გაქვთ ამ პერსონაჟებზე, ნუ მოგერიდებათ.
რთული მისახვედრი არაა, რომ რეალურ ქალთა ტიპაჟებზეა საუბარი.
რომელ პერსონაჟთან იქონიებდით არც ისე ხანმოკლე სასიყვარულო ურთირთობას,
თუნდაც იმეგობრებდით.
ან ზოგადად რომელი გიზიდავდ და რატომ.
ნუ ტიჰირო პედოფილიაში არ ჩამითვალოთ ახლა, ტიპაჟზეა საუბარი

პ.ს. ქ/მ-ში გასახსნელი თემა არაა, თუ დაუფიქრდებით, ამიტომ მოდერ... მოგიწოდებ...

(ჰო, გოგოებთან და ზოგიერთთან ბოდიში, კაცებზე თემის გახსნის მუღამი ნაღდად არ მაქვს)
This post has been edited by tranka on 5 Jun 2016, 00:42