ისტორია – საერთაშორისო სამართლის გამოწვევა
2017 წლის დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ოფიციალურად აღიარა ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად. აღნიშნული გადაწყვეტილება პრობლემური იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის არსებობს ტერიტორიული დავა იერუსალიმის შესახებ, არამედ იმიტომაც, რომ ისრაელი იერუსალიმის ფლობასა და დედაქალაქად გამოცხადებას ისტორიული სამართლიანობის კუთხით განიხილავს.
საერთაშორისო სამართალი ისტორიას, როგორც სამართლებრივი დავის გადაწყვეტის წყაროს არ აღიარებს. როდესაც სერბეთი კოსოვოს სტატუსის შესახებ მიუთითებდა რომ, კოსოვო იყო სერბეთის ისტორიულად განუყოფელი ნაწილი, ამის საპასუხოდ გაკეთდა განცხადებები, რომ ისტორია, ვერ განიხილებოდა საერთაშორისო დავის გადაწყვეტის საგნად. მაგრამ რატომ?
პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სასამართლოს 38-ე თავის მიხედვით საერთაშორისო სამართლის წყაროებია: ხელშეკრულებები, ჩვეულებები, ცივილიზებულ სახელმწიფოთა მიერ აღიარებული ნორმები და სამართლებრივი ნაშრომები და განჩინებები. სხვა ყველა გარემოება, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დამხმარე საშუალებად, მაგრამ არა დავისა და გადაწყვეტის წყაროდ. მაგრამ თუ დავუშვებდით, რომ ისტორია გახდა საერთაშორისო სამართლის წყაროდ რა შეიცვლებოდა? ამ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობებში შეიქმნებოდა პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს შემდგომ როგორც სამართლის, ისე ტერიტორიული პრეტენზიების გაჩენის კუთხით. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის:
ისტორიის რა მომენტიდან უნდა დავიწყოთ ათვლა, რომ დავადგინოთ ისტორიული სამართლიანობა? თუ ავიღებთ მაგალითად პირველ საუკუნეს მაშინ, შეგვილია ვთქვათ, რომ გერმანიისა და რომის იმპერიის სამართალმემკვიდრის – იტალიის – ტერიტორიული პრეტენზიები ევროპის სუბ-კონტინენტზე სამართლიანი გახდება. თუ ვიტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგია ნორმა, მაშინ, რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის ტერიტორიული პრეტენზიები იქცევა ნორმად. და ასე შემდეგ. შესაბამისად ისტორიას ამ შემთხვევაში ნაკლებად აქვს გავლენა სამართლებრივ დავაზე.
ისტორიას აქვს კიდევ ერთი დიდი პრობლემა – იგი არ არის ყოველთვის მიუკერძოებელი და ექვემდებარება ინტერპრეტიერებას. საერთაშორისო სამართალში არის შემთხვევები, როდესაც თავად დოკუმენტები ექვემდებარებიან ფართო ინტერპეტაციას, არათუ ისტორიული მოვლენები. რთულია ზუსტად ვისაუბროთ, ამა თუ იმ ისტორიული საზღვრების სიზუსტესა თუ ამა თუ იმ ქვეყნის ან მიწის ისტორიულ წარსულსა და ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაზე. ისტორია იცნობს საუკუნეების განმავლობაში არსებულ პროტექტორატებს ან მიწებს, რომლებიც ნომიმალურად – დე-იურედ – აღიარებდნენ სხვა სახელმწოფოების მმართველობას, მაგრამ დე-ფაქტოდ იყვნენ დამოუკიდებლები. შესაბამისად თანამედროვე სტატუსის დადგენა და ისტორიული დავის წარმართვა ამ შემთხვევაშიც ძალიან გაჭირდება.
ისტორიული სამართლიანობით გადაწყვეტილი კონფლიქტი გზას გაუხსნის სხვა კონფლიქტების წამოწყების საშუალებას. პრეცედენტი ყოველთვის მისაბაძია სხვა სახელმწიფოთა მხრიდან. ისტორიული სამართლიანობა, როგორც სამართლის გზამკვლევად აღიარება, შემდმგომი კონფლიქტების გაღვივების საბაბი შეიძლება გახდეს.
ზემოთ აღნიშნული მარტო ამ სამი საკითხის განხილვა საკმარისია რომ დავინახოთ რამდენად პრობლემურია ისტორიული სამართლიანობის ცნება. ისრაელი, რომელიც 1948 წელს გაეროს დადგენილებით პალესტინაში (ტერიტორია ლევანტის მხარეში) შეიქმნა, გახდა უკანონო ომის მსხვერპლი, რომელმაც მოიგერია თავდასხმა და აღადგინა წესრიგი. ომის შემდგომი მდგომარეობა არ განსაზღვრავდა იერუსალიმის სტატუსს და არ იძლეობდა შემდგომი მშვიდობის გარანტს. იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი კვლავ არაბების ხელში რჩებოდა. 1960-ანი წლები არაბული სახელმწიფოების – ეგვიპტე, სირია, იორდანია და ლიბანი – რევანშის მომზადებით დაიწყო. მათი მხრიდან მობილიზაცია და დივერსიული ქმედებების წარმართვის მცდელობები გახდა ისრაელის მხრიდან პრევენციული ომის წარმოების საბაბი 1967 წელს, რის შემდეგაც მოხდა აღმოსავლეთ ერუსალიმის ოკუპაცია და შემდგომ ანექსია ისრაელის მხრიდან. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბაბი დღემდე გაგრძელებული კონფლიქტისა.
არაბული სახელმწიფოები ითხოვენ ისრაელის მხრიდან 1967 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენას, რაც აღმოსავლეთ იერუსალიმის საზღვრების დატოვებას გულისხმობს, ისრაელი კი ახალი რეალობის აღიარებას ითხოვს და მიუთითებს, რომ აღნიშნული ტერიტორია ისტროიულად ისრაელის სახელმწიფოს ნაწილია. ისრაელი ცდილობს გახდეს იერუსალიმში სტაბილურობისა და განვითარების გარანტი, რაც ფაქტობრივად გამოსდის კიდეც, თუმცაღა ტერიტორიული დავა მაინც რჩება, რომლის გადაწყვეტაც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საბაბით რთულად თუ იქნება შესაძლებელი.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ან საერთაშორისო სამართალში ისტორიას არ აქვს მნიშვნელობა. ამის დეკლარირება ფუნდამენტური შეცდომა იქნებოდა, რადგან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ხშირად აქვს ისტორიული საფუძვლები, მით უფრო მაშინ, თუ მოსახლეობის ცნობიერებასა და თქმულებებში (ნარატივებში) ამა თუ იმ სახელწმიფოებთან დაკავშირებით არსებობს პოზიტიური ან ნეგატიური თანდაყოლილი – ისტორიული – მიდგომები. ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიდგომების ცვლილება არ ხდება ან შეუძლებელია, მაგრამ მათი როლის უარყოფა მცდარი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ისტორიის განხილვა, როგორც საერთაშორისო სამართლის საგნად ქცევა, მაინც არ ხდება, რადგან აღნიშნული ქმედება მთლიანად შეცვლიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგს.
https://geword.wordpress.com/2017/12/20/%E1...83%A1%E1%83%90/საინტერესო თემაა და თქვენ რას ფიქრობთ?