http://kutaisitoday.com/sastsrapodinternet...rebi-gavrcelda/რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის ლუკა ფეიქრიშვილის სოციალური ქსელის პირად ვერდზე უცნობმა პირმა გაავრცელა ბმული, რის შემდეგაც პოლიცია მან საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავად გამოიძახა. ფეიქრიშვილის თქმით ამ ბმულზე ასახულია სახოგადოებისთვის ცნობილი სახეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. ,,ამ წუთებში ახალი კადრები გაავრცელეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი და მე ჩამიგდეს კომენტარებში დამიკავშირდით ჟურნალისტები“ – წერდა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მასალას თან ახლდა მუქარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც მოუწოდებდა კონკრეტულ პირებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და “არ უნდა მოახდინონ საზოგადოებისთვის ტვინის გამორეცხვა.”
“როდესაც გადავედი ხსენებულ ლინკზე იქ დამხვდა სხვადასხვა პიროვნებების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. ერთ ვიდეოში არის ყველაფერი, არანაირი დამალვა არ ყოფილა, პირველი რაც გავაკეთე 112-ზე დავრეკე, რომ დამეფიქსირებინა ეს ფაქტი,“ – განაცხადა ფეიქრიშვილმა ,,პოსტსკრიპტუმთან” კომენტარში.
ამ დრომდე ფეიქრიშვილის სახლში სამართალდამცავები მუშაობენ.
რა მაფიაა?

დეიწყო