ნოსირელი ქაჯი ხარ და ნოსირელ ქაჯად დარჩები
ნოსირელი ქაჯი ხარ და ნოსირელ ქაჯად დარჩები, - ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის იმედის“ წარმომადგენელმა თამარ ხაჭაპურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომრე ეკა ბესელიას.
ინციდენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.
თამარ ხაჭაპურიძე ჩვილ ბავშვთა გაშვილების საკითხზე დეპუტატებისა და თამარ ქალდანის პოზიციით დაინტერესდა, რაზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მას მიუთითა, რომ საკომიტეტო მოსმენა სხვა საკითხს ეთმობოდა. დეპუტატის მითითებამ ხაჭაპურიძის გაღიზიანება გამოიწვია.
„რატომ არიდებთ თავს ჩემს შეკითხვას?! ნოსირელი ქაჯი ხარ და ნოსირელ ქაჯად დარჩები“, - ასე მიმართა მაია ხაჭაპურიძემ ეკა ბესელიას.
საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტი პარლამენტის მანდატურის სამსახურის ჩარევით განიმუხტა. მანდატურმა ხაჭაპურიძე დარბაზიდან გააძევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კომენტარი არ გაუკეთებია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...d-darchebi.htmlვიძიუ იხილეთ ლინკზე