#48081756 · 13 Jun 2016, 21:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მალე საქართველოს ოფიციალური დელეგაცია შესაძლოა, სოხუმში ჩავიდეს. ცხადია, დავინტერესდით, რა საკითხზე და რა ფორმატში შედგება მოლაპარაკებები. ირკვევა, რომ ვიზიტი ევროსაბჭოს ეგიდით იგეგმება და ამ ფორმატში აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.საქმე ეხება საბჭოთა რეპრესიებს, რომელსაც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, ცხადია, ვერც აფხაზეთი გადაურჩა. ცნობილია, რომ შინსახკომის ჯალათებმა უამრავი აფხაზი გამოასალმეს სიცოცხლეს. შესაბამისი დოკუმენტური მასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. ოფიციალური თბილისის თანხმობით, საარქივო მასალები აფხაზი ისტორიკოსებისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ევროსაბჭოს ეგიდით და ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამტომეულის გამოცემაზე, რომელიც აფხაზეთში საბჭოთა რეპრესიებსა და მსხვერპლთა ისტორიებს ასახავს. სწორედ ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი არ გამორიცხავს სოხუმში ჩასვლასაც. პარალელურად იგეგმება აფხაზი ისტორიკოსების თბილისში ვიზიტი. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფორმაციას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილიც ადასტურებს, რომელიც პირადად არის ჩართული მოლაპარაკებებში. მისი თქმით, გარდა მონოგრაფიის შექმნისა, ეს ნდობის აღდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტია. ომარ თუშურაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი: – დიახ, ვთანამშრომლობთ დე ფაქტო აფხაზეთის ისტორიულ წრეებთან. გვინდა, რომ გამოვცეთ სამტომეული. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ გამოვა მონოგრაფია, ამით მყარდება გარკვეული კავშირებიც სამეცნიერო წრეებთან. ეს ხდება ევროსაბჭოს ეგიდით და, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოს გვექნება სრულყოფილი ნაშრომი. საპილოტე ვერსია კი უკვე მზად გვაქვს. – კონკრეტულად, რა პერიოდს მოიცავს მონოგრაფია, რომელზეც აფხაზ ისტორიკოსებთან ერთად მუშაობთ? – 1937-38 წლების მოვლენებზეა საუბარი, რომელიც აფხაზეთში ხდებოდა. ჩვენს არქივში ამის ამსახველი ბევრი და საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია დაცული. უკვე გვქონდა სამი შეხვედრა, ეს შეხვედრები შედგა ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, მოგვიწევს სოხუმში ჩასვლაც, ისევე როგორც ისინი ჩამოვლენ თბილისში. ეს არის ერთ-ერთი საშუალება ნდობის აღდგენის მიმართულებით.როგორც ომარ თუშურაშვილმა გვითხრა, მონოგრაფიაზე მუშაობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება, თუმცა მანამდე გაზეთი „პრაიმტაიმი“ საკუთარ მკითველს სთავაზობს ერთ საკმაოდ საინტერესო ისტორიას საპილოტე ვერსიიდან, რომელიც აფხაზეთში, ლაკობების ოჯახის ტრაგედიას ასახავს. ეს ამბავი დღემდე ბურუსით იყო მოცული და არაერთხელ გამხდარა მთელი რიგი ცილისმწამებლური მონაჭორისა და სპეკულაციის საფუძველი. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნესტორ ლაკობას გარდაცვალების მიზეზი, ვინაიდან საზოგადოებას ამ დრომდე არ მისცემია ისტორიის პირველწყაროს გაცნობის შესაძლებლობა. საარქივო მოამბის ერთი ნაწილი ნესტორ ლაკობას მკვლელობის ვერსიას ავითარებს, თუმცა არსებობს რადიკალურად განსხვავებული მტკიცებულებებიც, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე, მოხვდება უკვე დასრულებულ მონოგრაფიაში და როგორც აფხაზ, ისე ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, დასკვნები თავად გააკეთოს.ვისი დავალებით მოწამლეს აფხაზეთის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნესტორ ლაკობა? რა მეთოდებით აწამეს ლაკობას ქვრივი და მცირეწლოვანი ვაჟი? საარქივო დოკუმენტებზე, მათ შორის კონკრეტულ ჩვენებებზე დაყრდნობით ამ ისტორიის შესახებ ვრცლად იხილავთ გაზეთ “პრაიმტაიმის” ორშაბათის ნომერში.
primetimenews.ge
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|