გამოკითხვის შედეგებით, ქართველები რუსების მიმართ გაცილებით უკეთესად არიან განწყობილი, ვიდრე რუსები საქართველოს მოქალაქეების მიმართ
ქართველები რუსების მიმართ გაცილებით უკეთესად არიან განწყობილი, ვიდრე რუსები საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
როგორც რუსული სააგენტო „რბკ“ იტყობინება, ასეთია იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც რუსულმა „ლევადა ცენტრმა“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბიმ” ჩაატარეს.
გამოკითხვის თანახმად, ქართველი რესპონდენტების 67% რუსეთზე კარგი წარმოდგენისაა, საქართველოს მიმართ კი დადებითად გამოკითხული რუსების 58%-ია განწყობილი.
რუსი რესპონდენტების 71% ქართველების მიმართ კარგად არის განწყობილი, საქართველოში კი ამ მაჩვენებელმა 91% შეადგინა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველების 75% მიიჩნევს, რომ რუსეთის შესახებ ბევრი იცის ან ცდილობს მეტი გაიგოს, რუსეთში ამ მაჩვენებელმა 32% შეადგინა.
გამოკითხული რუსების 42% აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ „ნორმალური“ დამოკიდებულება აქვს, საქართველოში კი ამ მაჩვენებელმა 32% შეადგინა. ქართველი რესპონდენტების 18%-ს რუსეთის მიმართ „დაძაბული“ დამოკიდებულება აქვს, 4%-ს კი - „მტრული“.
როგორც „რბკ“ წერს, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოსადმი რუსების უარყოფითი დამოკიდებულება 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია და 11% შეადგინა, მაშინ როცა 2008 წელს ეს მაჩვენებელი 60%-ს აღწევდა.
რუსული სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესება ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ „არსებობს დიდი სურვილი და ვალდებულება, დარეგულირდეს ურთიერთობა ყველაზე დიდ მეზობელ რუსეთთან“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოკითხვაში რუსეთის 1 600-ზე მეტმა და საქართველოს 800-მა მოქალაქემ მიიღეს მონაწილეობა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...is-mimarth.html This post has been edited by miriani111 on 14 Jun 2016, 12:20
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet