#48116550 · 17 Jun 2016, 13:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტექნიკურად როგორ მოატყუეს? ხელშეკრულება არ წაიკითხა? ახლა გვიანია. მის საკუთრებაში მხოლოდ სახლი იქნება. რაც შეეხება საკუთარ სახლში რომ არ უშვებენ ეგ არის სამეზობლ სამართლის დარღვევა. სამოქალაქო კოდექსის მუხლი 180. აუცილებელი გზა 1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. 2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. მაგანთ არ აქვთ უფლება აუკრძალონ სახლში შესვლა თუ რა თქმაუნდა სახლამდე სხვა გზა არ არის.
ეგ ხალხი კიდევ თავიანთ უფლებებს ბოროტად იყენებენ. მუხლის 170. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. ან სასამართლოს მიმართოს ან მანამდე პატრული გამოიძახოს და აუხსნას, რომ ეგ ხალხი ვალდებულია დაუთმოს გზა სახლამდე მისასვლელად.
--------------------
[IMG]http://s018.radikal.ru/i526/1206/b7/32cfba34ce93.jpg[/IMG]
|