ორაგულირა გინდა შე კეთილო სომეხო?
იმას მაინც ვერ იტყვით სომხები, მწვადის შეწვაც ჩვენ გასწავლეთო.
არადა არ არის ჯანა ეგ ისეთი მაყალი, თავისით რომ ატრიალოს შამფური.
გინდა ქართველმა გასწავლოს, როგორ უნდა შეიწვას და როგორია მაგ სტილის გრილი?
ბიჯო, აქ იყვნენ ახალგაზრდა სომხები, მარკეტში გავიცანი შემთხვევით და მერე დავახლოვდით.
მე ერთხელ ვიყავი მაგათთან, დანარჩენი სულ ჩვენთან მოდიოდნენ.
აზრზე ხარ, ტიპი სასტავშია ჩამჯდარი, თევზაობს იმათთან ერთად და არ მეუბნება, ბოლოს გავიგე და როგორ, ახლა გეტყვი.
ნარდში ვანადგურებდი, ჭიქიდან მაგორებინებდა კამათელს, თავისი ნარდი მოჰქონდა.
ვუგებ ბლომად ცოტაზე, დამიჭირა და ვატყობ მარსი უნდა წავაგო, თუ ექვსი წყვილი არ დავუსვი ზედიზედ.
ცოლი და და დედა უკან უდგია და :გაგიკ უჟე დაგანიატო.
რა დაგანიაეტ, 26-ით ორს ვუგებ კაცო.
გავუგორე ის მიყოლებითი ექვსი წყვილი და იმ საღამოს პირი არ დააკარა არაფერს.
ახლა რა ხდება, ერთხელ როცა მაგასთან ვიყავი სტუმრად, გამაცნო თავისი სასტავი, ჩავიწერეთ ერთმანეთის ტელეფონები და დავშორდით.
მერე ეს ოჯახი წამოვიდა და თბილისში გადაწყვიტეს ცხოვრება.
მერე გავიგე, მეუღლე წალკიდან ყოფილა და მშვენივრად იცოდა ქართული.
ჩვენ უშეცდომოდ ჩავაბარეთ ყველა "გამოცდა".
ქართლელი ვარ წარმოშობით, მეუღლეც წარმოშობით კახელია, ამ ორი კუთხის ხალხს თვალთმაქცობა არ ეხერხება, გადაპალარაკებები, თვალის ჩაკვრები და ა.შ.
თურმე ყველაფერი ესმოდა ამ გოგოს და ერთხელ არ უთქვამს, რომ საქართველოშია დაბადებული.
ესენი ხომ წავიდნენ, მერე ეს ამერიკელები მირეკავენ, სათევზაოდ გეპატიჟებითო, მოვიარეთ ხოშიანად და მეორე უიქენდისთვის ჩემთან დავპატიჟე.
დავაყარე ჩვენი სამზარეულოს გიგანტები სუფრაზე.
WOW, სომხებს და ქართველებს ერთნაირი საჭმელები გქონიათო.
მეთქი შანსი არაა.
გაგიკასთან როცა მივდიოდით იგივეს გვთავაზობდა და გვეუბნებოდა სომხურიაო.
იწერდნენ რეცეპტებს ჯანა ჩვენგან და მერე ასაღებდნენ სომხურად.
This post has been edited by elchi on 9 Jun 2016, 10:21