anxeli777Canon 70D შეიძინე და გარწმუნებ იმდენი შესაძლებლობები აქვს, რომ ასე 4-5 წელი ვერ ამოწურავ პროფესიონალურად რომ დაამუღამო
ნახევრადპროფესიონალურია 70D და $1,000 ღირს. Mymarket.ge-ზე დევს ახლებიც და მეორადებიც. რეალურად ასეთი კამერით შეიძლება ყველანაირი ფოტომანიპულაციის შესრულება, ძალიან კარგი და ტექნიკურად სრულყოფილი კამერაა. ამასა და პროფესიონალურს შორის დიდი განსხვავება პრინციპში არც არის ტექნიკის მხრივ. არსებითი სხვაობა ლინზის/ობიექტივის ხარისხშია ხოლმე.
საქართველოში ფოტოგრაფების 95% სწორედ ნახევრადპროფესიონალური კამერებით მუშაობენ და არაჩვეულებრივ ფოტოებსაც იღებენ და კარგ ფულსაც აკეთებენ

ქართველი ფოტოგრაფების ხელში, თუ ვთქვათ მაღალი დონის ფოტო ან ვიდეო სტუდიები არაა, ძალიან იშვიათად მინახავს პროფესიონალური კამერა
ე.წ. პროფესიონალური კამერა მე მგონია რომ ცოტა მარკეტინგული ხრიკია რომ ბევრი ფული დასტყუონ ხალხს

თუ მაინცდამაინც სუპერმძლავრი აპარატი არ გჭირდება, ვთქვათ, ველური ბუნების, სპორტული ივენთების და სხვა მსგავსი მოძრავი ობიექტების სუპერმაღალ დონეზე გადასაღებად, ასეთი კამერა რაეალურად არც არის საჭირო. ნახევრადპროფესიონალურებიც მშვენივრად ასრულებენ პროფესიონალური ფოტო დავალებების 90%-ს
პროფესიონალურები $3,000 და ზევით ღირს.
This post has been edited by ინაველ on 14 Jun 2016, 11:55