ფბზე გადავაწყდი ახლახანს ამ ინფოს
https://www.facebook.com/815418895138481/ph...?type=3&theaterთბილისის მიკროავტობუსი: მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა კატეგორიულად მოსთხოვეთ, მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში კი დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 200 340
კომპანიამ დავალება მისცა ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომ 27 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში გაგრილების სისტემა ჩართონ.
"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ვალდებულებაში არ შედის სამარშრუტო ტაქსების კონდიცირების სისტემის გამართვა და ეს მძღოლების პირდაპირი მოვალეობაა, გასულ წელს "თბილისის მიკროავტობუსმა" 200 ათას ლარამდე გადაიხადა და მთლიანი ავტოპარკის კონდიცირების სისტემა გაიმართა. გარდა ამისა, კომპანიამ შეუმცირა მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახადი, რაც მძღოლს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას’’
"თბილისის მიკროავტუბუსმა" დაიწყო მათი მონიტორინგი. გამკაცრებულია სანქციებიც. პირველი გაფრთხილების შემთხვევაში მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების მართვა ერთი კვირით, მეორე გაფრთხილების შემთხვევაში კი ერთი თვით ეკრძალებათ. მესამე გაფრთხილების შემთხვევაში კი კომპანია წყვეტს მათთან კონტრაქტს.
აგერ :დ
უსაქმურების ხროვა რა :დ
რა საჭიროა მერია რამეში ? რამე გააკეთეს საერთოდ ? :დ
ნუ არ ვიცი რა :დ
ესეც ხალხის მოსაგვარებელია, თვითონ მონიტორინგს ვერ ახორციელებენ და ხალხს დაავალეს
ნარმანიას და მისი დამქაშების თავში ჩამახედა, რაზე ფიქრობენ საერთოდ
მძღოლებიც კაი მისატისკები არიან მაგრამ მერიის და კომპანიების მხრიდან და არა ხალხის
რასაც გვთავაზობენ :დ ადექით და შეასრულებინეთ ვალდებულებები, ჩვენ დებილები ვართ არ გვიჯერებენო პირდაირ თქვეს :დ
სად ვცხოვრობთ :დ
ხალხი რომ იხუთება და უკმაყოფილოა, ეგ არახალია :დდ
ყველას გვყავს ნაცნობები და ახლობლები ვინც შეწუხებულია, ფბზეც ხშირად იწერება ამ საკითხე და მიაგნეს გადაჭრის გენიალურ ხერხს