გამარჯობა
მოკლედ მქონდა ასეთი შემთხვევა,
სადაც მე ვცხოვრობ, ძირითადად სახლში არავინ არ არის დღის განმავლობაში. თუმცა ზოგადად კარის გაღებისგან თავს ვიკავებთ მაინც რაღაც პერიოდულობით არის ხოლმე ჯარიდან გაწვევის მოსვლის საშიშროება.
ერთ საღამოს კარზე კაკუნია, გავიხედე და ფოსტიდან დგას ტიპი, აკაკუნა დაახლოებით 10 წუთი არ გაჩერებულა, ბოლოს მეზობელს დაუკაკუნა და იმ მეზობელმა არ ვიციო, მერე მეორე მეზობელს დაუკაკუნა და
ეს მეორე მეზობელი კი იყო 18+ მაგრამ უფრო 15 16 წლი ბავშვის ქცევები ახასიათებს. ადგა და მოუწერა ხელი, ასე ვთქვათ ჩაიბარა გზავნილი.
ბოლო ბოლო აღმოჩნდა რომ იყო 10 ლარიანი სითი პარკის ჯარიმა და კიდევ კარგი სხვა არაფერი, რომელიც რათქმაუნდა გადავიხადე.
იმის მერე კი ყველა მეზობელი მკაცრად გაფრთხილებულია, რომ არანაირ ჩემთან მოსულ ფოსტაზე არ მოაწერონ ხელი, მაგრამ მე მაინტერესებს შემდეგი:
ისევ რომ რომელიმე გამო----მა მეზობელმა მოუწეროს ხელი სამხედრო გაწვევას, შევა ძალაში და მოცემულ პერიოდში არ გამოცხადება იქნება თუ არა კრიმინალი?
ანუ არაოჯახისწევრის მიერ ჩემი სამხედრო გაწვევის ჩაბარება რამდენად შემიძლია დავიკიდო ან არ დავიკიდო?
აქვს რაიმე ძალა? ან ფოსტალიონს ან ნებისმიერ სხვას აქვს უფლება იმის, რომ მეზობელს მოსთხოვოს ჩაიბაროს?
გმადლობთ
Working from seven...