_DoMM_საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი:
მუხლი 290. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი
13. თუ ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.
14. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.
თუ შენი დარღვევა ექცევა 242 მუხლის მე-4 ნაწილში ჩამოთვლილ მუხლებში, მაშინ უკვე ჩაბარებულად გეთვლება. თუ არა, მაშინ დაელოდე მეორედ მოტანას და მერე ჩაგეთვლება