სავალუტო ფონდის ინფორმაციით, აშშ-ში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს
10:54 23-06-2016
სავალუტო ფონდის ინფორმაციით, აშშ-ში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, აშშ-ში სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ ”ბიბისი” ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ფონდის ინფორმაციით, აშშ-ში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
აშშ-ის ეკონომიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ სიღარიბის პრობლემების მოსაგვარებლად აშშ-ის ხელისუფლებამ ზომები დაუყონებლივ უნდა მიიღოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონს ურჩევს, გაზარდოს მინიმალური ხელფასის ზღვარი და მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლების სფეროსა და სოციალურ პროგრამებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს აშშ-ში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელი 2,4%-ის ნაცვლად 2,2%-ს შეადგენს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/38...-ckhovrobs.htmlგავაპრავე