პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარედგინა
11:25 15-06-2016
დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და გუგული მაღრაძემ მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვით, პარტია 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის (

) ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი.
ცვლილებების განხორციელება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებეbის შესახებ“ კანონში იგეგმება და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
აღნიშნული კანონი გენდერული კვოტების დაცვის შემთხვევაში, პარტიების ფინანსურ წახალისებას ახლაც ითვალისწინებს - მოქმედი კანონით, დაფინანსების მიმღები პარტია საბაზისო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იმ შემთხვევაში იღებს, თუკი პარტიული სიის ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით არის წარმოდგენილი.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული ნორმის მიუხედავად, როგორც უმაღლეს, ისე ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებში ქალთა რაოდენობა მცირეა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...tsaredgina.htmlახლა მე თქვენ გეკიტხებით, დავუშვათ არ ჰყავს პარტიას სანაცნობო -თანამზრახველებში იმდენი ე.წ. "განსხვავებული სქესის"

მქონე ადამიანი, რომელებიც პარტიას (საარჩევნო კანიდატებს) შეავსებდნენ ზუსტად იმ მოტივით რომ პარტია გახდეს ბევრად უფრო ნაყოფიერი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებისას (ხელისუფლებაში (პოსტებზე) ყოფნის შემთხვევაში)).
ამ დროს ეს კანონი (მიღების შემთხვევაში) საკმაოდ მაცდუნებელია. არადა კვალიფიციური კადრი არაა. 30% –ანი დანამატი კიდევ საკმაოდ მაცდუნებელია. ხოდა, ახლა დაფიქრდით ერთი წუთით და წარმოიდგინეთ რამდენი ინდაური გამოვა წინა პლანზე და დაიკავებს რაღაც პოსტს (მამრი ინდაურ/პეტუხებიც თავზე საყრელადაა, აქ ნუ აღშფოთდებით).
და რა მოჰყვება ყოველივე ამას.
გაივსება თუ არა სახელმწიფო აპარატი ვიღაცის ცალტვინა ცოლებით, დებით, შვილებით, სიდედრებით, საყვარლებით და ა.შ... (აქამდეც ივსებოდა მაგრამ აწი რა იქნება კაცმა არ იცის)!..
ერთი სიტყვით იმედია სათქმელს მიმიხვდით.
არავითარი სექსიზმი, არავითარი დისკრიმინაცია და თანასწორობის უგულვებელყოფა!!!
მხოლოდ მკაცრი ანალიზით მივუდგეთ ამ საკითხს!
საუბარია არა კერძო სექტორზე, არამედ სახელმწიფო აპარატზე, მის მმართველობასა და ქვეყნის განვითარების მომავალზე...
This post has been edited by Lаki on 15 Jun 2016, 13:31
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3