საზოგადოებაში სულ ჩნდება კითხვები, მაგრამ ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
რა ეშველება საქართველოს ?
საქართველოს მოსახლეობამ 2003 წელს უსამართლობას, კორუფციას, კრიმინალს, სიბნელესა და სიცივეს დაუსვა ბოლო. ამ დროს ძალიან პატარა ვიყავი , მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ყველა ის ცვლილება, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ბნელი და მუქი ფერები დროდადრო იცვლებოდა.
ქუჩაში გასვლა უსაფრთხო იყო, არ მეშინოდა რომ ვინმე კრიმინალი ან ,,ძველი ბიჭი " შემხვდებოდა.
განათლების სისტემა ვითარდებოდა, შენდებოდა სკოლები, უნივერსიტეტები სხვადასხვა ქალაქებში,2012 წლამდე ,,ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი" აშენდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მათ ახირებებს გადაყოლა.
ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი ვითარდებოდა და იზრდებოდა, შენდებოდა ქალაქები.
ბათუმი, სიღნაღი, ანაკლია, თელავი, მესტია, ყვარელი...
ტურისტები აღფრთოვანებულები იყვნენ ამ სილამაზით, ჩამოდიოდნენ და ათვალიერებდნენ თუ როგორი იყო საქართველო.
90-იანების ,,მილიცია" კი არა, საამაყო პოლიცია ჩამოყალიბდა , რომელიც კორუმპირებული კი არ იყო, მოსახელეობის ინტერესებზე ზრუნავდა.
ჩემთვის ყველაზე საამაყო არის ქართული ჯარი, რომელზეც დგას ქვეყნის იმედი და უსაფრთხოება.
ეს ყველაფერი კეთდებოდა, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ადამიანებს მეტი გვინდა და სულსწრაფები ვართ, ცოტა უმადურებიც, როცა საქმე კეთდება მას შეცდომებიც მოყვება ბუნებრივია, მაგრამ შეცდომებით საქმე კეთდება ხოლმე. 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ სამწუხაროდ ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას უთხრა უარი, დააჯერეს რომ ,,უფასო ფული " მართლაც იქნებოდა, მაგრამ ძლიერ მოტყუვდნენ და გაუცრუეს მათ იმედები.
ყველაფრის მიუხედავად საქართველოს ეშველება ჩემო მეგობრებო, ჩვენს სამშობლოში მოიპოვება ისეთი ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო ისევ ნათელი და წარმატებული იყოს.
მჯერა, მინდა და მწამს რომ ჩემი, ჩვენი საქართველო ძალიან მალე გაერთიანებული იქნება და დავიბრუნებთ ჩვენს მიწაწყლებს, ჩემი სურვილია თითოეულ ქართველს სჯეროდეს ამ სიტყვების და ყველაფერს ვაკეთებდეთ ამისთვის ,, მომავალ წელს სოხუმში". რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და არ დავუთმობთ ჩვენს მტერს ოკუპანტ და ტირან რუსეთს ჩვენს ტერიტორიებს, ყველა ქართველს უნდა შეეძლოს მათივე სამშობლოში გადაადგილება და ჩასვლა, არ მინდა ისეთი საქართველო სადაც ეს სიტყვები იქნება ,, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი
2012 წლიდან თქვენ გააგრძელეთ
