მებაჟე ოფიცრებმა "სადახლო-საავტომობილო" გამშვებ პუნქტზე მარიხუანა ამოიღეს
17:29 2016-06-17
ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანას“ შემოტანის მცდელობა აღკვეთეს მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ა.ჰ. მართავდა,
ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 3,46 გრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს სადახლოს გაყოფილებას.
http://www.newposts.ge/?l=G&id=111472-%E1%...%83%91%E1%83%90,
ვთპუ