ელოდეთ ვარაყიან ვიზებს

"რუსთავი 2" ზე თავდამსხმელები "ქართული ოცნების" აქტივისტები აღმოჩნდნენ - საიდუმლო შეხვედრა მმართველ პარტიაში
19:40 2016-06-20
დღეს, მმართველი პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბბინაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა მათ აქტივისტებს და გამორჩეულ მხარდამჭერებს შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გამგებლის წარმომადგენლები თემებში, ადგილობრივი დეპუტატები და პარტიის ხელმძღვანელი პირები.
"გურიის მოამბემ" "ქართული ოცნების" აღნიშნულ შეხვედრაზე, რამდენიმე დღის წინ, ურეკში, "რუსთავი 2"-ზე თავდამსხმელები, კერძოდ თავდასხმის ორგანიზატორი ანდრო ქიბუცაძე, მის ჯგუფთან ერთად დააფიქსირა.
აქ მრავლად იყვნენ საჯარო მოხელეები, ჩვენ დავაფიქსირეთ შემოქმედისა და შრომის გამგებლები, ბესო ლომინაძე და მაყვალა დარჩია.
ოთახში სადაც უშუალოდ შეხვედრა მიმდინარეობდა ჩვენ არ შეგვიშვეს, თუმცა მანამდე რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკეთ.
ტიტე მგელაძე: დეპუტატი;"ქართული ოცნების" შეხვედრაა და უბრალო9დ ვესწრები, თანაც ხალხს ვესაუბრები.
ბესო ლომინაძე: გამგებლის წარმომადგენელი შემოქმედში;"აგერ ვაცილებ მატარებელზე ახლობელს და ქე შევრჩი"
ტარიელ ჩხარტიშვილი: გამგეობის თანამშრომელი:"მშვიდობაა მშვიდობა"
ბეგი სიორიძე: "ლადო აქ რას აკეთებ, აქ არც თეატრია და არც კონფერენცია, ხელს გვიშლი. გთხოვთ გვაცალოთ მუშაობა.
-თუ შეიძლება გვიპასუხეთ ანდრო ქიბუცაძე ვინც თავდასხმაში მონაწილეობდა თქვენი პარტიის წევრია?
-არ ვიცი მე ვინ სად მონაწილეობდა, გვაცადეთ მუშაობა. თუ არადა მაშინ შემოიჭერით შეხვედრაზე.
-ქიბუცაძეზე გვაინტერესებს თქვენი პასუხი
-არ ვიცი ხელ გვიშლით მუშაობაში"- გვიპასუხა ქალაქის მერმა და ოთახში შევიდა.
შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას "გურიის მოამბე" ხვალ შემოგთავაზებთ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=111728-%E1%...%83%91%E1%83%98