სამხრეთ კორეაში არაფრის კეთება სპორტი გახდა
რამდენიმე კვირის წინ, კვირა შუადღეს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის იჩონ-ჰანგანის პარკში 70 ადამიანი შეიკრიბა, რათა ეკეთებინათ აბსოლუტურად არაფერი. მათ თან არც სმრტფონები ჰქონდათ, არც წინგები, ვერ იღებდნენ სელფის და ვერც ჩატაობდნენ.
ადამიანთა ეს ჯგუფი მონაწილეობას იღებდა სამხრეთ კორეის ყოველწლიურ შეჯიბრში Space Out. აღნიშნული კონკურსის მიზანია გამოავლინოს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტხანს შეუძლია სივრცეში იყუროს ისე, რომ ფოკუსი არ დაკარგოს.
კონკურსი 2014 წელს ხელოვანმა ვუპს იანგმა დააარსა. მისი თქმით, შეჯიბრის მიზანია აჩვენოს თუ რამდენადაა გადაღლილი ადამიანთა ტვინები და რამდენ ხანს შეუძლიათ გასძლონ მათ შესვენებისას. გარდა ამისა, კონკურსის ერთ-ერთ მიზნად იგი სმარტფონდამოკიდებულების შემცირებას ასახელებს, რაც ძალზე პრობლემურია სამხრეთ კორეისათვის.
90-წუთიანი შეჯიბრის დროს აკრძალულია ნებისმიერი რამის კეთება, გარდა სივრცეში ყურებისა. თუკი მონაწილეს ჩაეძინება, დაიწყებს სიცილს ან გამოიყენებს ტექნოლოგიებს, მას დისკვალიფიკაცია ეძლევა.
მონაწილეებს ყოველ 15 წუთში ესინჯებათ გულისცემა, რათა დადგინდეს, რამდენად გულგრილად არიან ისინი. როგორც წესი, იმარჯვებს ყველაზე სტაბილური გულისცემის მქონე მონაწილე.
http://1tv.ge/ge/news/view/128784.htmlნავარჯიშები , ქანცგაწყვეტილი ახალგაზრდა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)