მოკლედ რომ ვთქვა, მე მწამს, რომ სამოთხესთან ერთად ჯოჯოხეთი მარადიულად არ და ვერ იარსებებს! ალბათ უკვე ხვდებით, რომ თემა მორწმუნე ხალხს უფრო ეხებ!

დავიწყებ იქიდან, რომ ღმერთი არის "დასაბამიდან", ღმერთი არის მარადისობა და ღმერთი არის იმ ყველაფრის შემოქმედი რასაც ვხედავთ და ვერ ვხდედავთ ჩვენი თავის ჩათვლით! ყველაფერ კარგთან ერთად ცუდი რაღაცეებიც შეიქმნა, მაგალითად "ამბიციები", რომელსაც პირველი მსხვერპლი "ლუციფერ დილის ვარსკვლავი" ჰყავდა და რომელმაც განუდგა ღმერთს! ლუციფერი იყო პირველი ქმნილება, რომელმაც განუდგა ღმერთს და ღმერთისგან შორს მყოფობა აირჩია და მოინდომა ღმერთობა, ლუციფერის მსგავსი ამბიციები ყველა მოაზროვნე ქმნილებაში დევს, ჩვენზეა რამდენად შევეწინააღდეგებით მას! ლუციფერი არის ამ ყველაფრის ეტალონი და არ ვფიქრობ იმას, რომ ლუციფერს აქვს რაიმე ძალაუფლება სხვებზე იმოქმედოს რაიმეთი, ჩვეულებრივი "ცოდვილი" ქმნილება მგონია და არა ჩვენი გაბუქებული სახელის მქონე "სატანა". ამ ყველაფრის ფონზე შეიქმნა გამოსასწორებელი ადგილი, რომელსაც ჩვენ "ჯოჯოხეთი ვუწოდეთ"

.... ნუ გავიდა დრო და ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა ადამიანი განუდგა ღმერთს, ამისთვის ღმერთი კანკაცდა და მოგვევლინა იესოს სახით, მერე ჩვენს გამო გამოსცადა ყველანაირი ადამიანური ცხოვრება და ბოლოს ეწამა ყველაზე ჯოჯოხეთური წამებით! შემდეგ ჩავიდა "ჯოჯოხეთში" და იქედან გამოიხსნა ხალხი.
ახლა დავუბრუნდები თემის სათაურს..... ღმერთი ხომ მარადისობაა, ღმერთისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სივრცეშია და რაც მომავალშიც უნდა მოხდეს უკვე მომხდარია..... იესო არის ღმერთი, რომელმაც ჩავიდა "ჯოჯოხეთში" და იქედან გამოიხსნა ხალხი, ეს რა დროში ხდებოდა მართალია არ წერია ბიბლიაში, მაგრამ ღმერთობა უკვე საფუძველია იმის, რომ ვიფიქრო იმ გამოხსნილ ხალხში ჯერ არ დაბადებული ადამიანებიც შედიან, რომლებიც ჯერ არ მოხვედრილან გამოსასწორებელ ადგილას, მაგრამ ღმერთისთვის უკვე ის ადამიანებიც დაბადებულებია, რომლებიც მაგალითად 5000 წლის შემდეგ დაიბადებიან და იმ გამოსასწორებელ ადგილას მოხვდებიან, საიდანაც შემდეგ იესო გამოიხსნის/გამოიხსნა...
რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?