⚪ 3 ივლისს 11:00 საათიდან ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე გაიმართება საავტომობილო წრიული რბოლა პროფესიონალ მრბოლელებს შორის.
⚪ ფინალური რბოლის სტარტი 13:10 საათზე.
⚪ შესვენებებზე გულშემატკივარი ნახავს სხვადასხვა ტიპის ავტო–მოტო სანახაობას (დრიფტი, მოტო–შოუ, სხვა). აქვე მაყურებელს ექნება საშუალება უშუალოდ შეეხოს სპორტულ ბოლიდებს და გადაიღოს სურათები. აქვე მოეწყობა სხვადასხვა ავტო–მოტო საშუალების ჩვენება.
⚪ ღონისძიების გენერალური სპონსორი: "თეგეტა მოტორსი".
⚪ ღონისძიება ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.
თბილისის ცენტრში, ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზე გაიმართება ისტორიული საავტომობილო შეჯიბრი, რომელიც სტარტს ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში (1966 წელი) იღებს და წელს მას 50 წელი უსრულდება. უამრავი ისტორიული ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს თუ როგორი იყო ფორმულას კლასის ბოლიდები დედაქალაქის ქუჩებში და რამხელა დღესასწაული იყო ეს თბილისელებისთვის. ვაკე-საბურთალოზე გამართული შეჯიბრებების პრიზიორები იყვნენ ლეგენდარული ქართველი პილოტები – გურამ დგებუაძე, ვლადიმერ გლურჯიძე და სხვები.
და აი, ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზე ზუსტად 50 წლის შემდეგ, ისევ ახმაურდება სპორტილი ავტომობილების ძრავები. შეჯიბრის სტარტზე ორმოცამდე სპორტული ძარიანი ავტომობილი დადგება, რომელიც შეეცდება პრესტიჟული ტიტულის მოპოვებას.
ორგანიზატორების სურვილია, რომ რბოლა გახდეს ტრადიციული ხოლო თბილისის გრანპრის თასი კი, გარდამავალი.
ღონისძიების ბმული ფეისბუკზე:
http://bit.ly/28T6EF0
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)