2006 წელია. მაისი. ლონდონიდან ახალჩამოსული ვარ, სულისკვეთებით და ა.შ.
ირაკლი ჩარკვიანი იყო ახალმომკვდარი და 'მზიურის' ფესტივალი ეძღვნებოდა მის ხსოვნას თუ რაღაც ეგეთი და გამოდიოდნენ ალტერნატიული პოეტები. ერთი ტიპი არ დამავიწყდება. ჯინსი ეცვა და ტანზე გახდილი ქონდა, ბანჯგვლებით და ოფლით და კითხულობდა ასეთ ლექსს (ჩარკვიანისადმი იყო მიძღვნილი):
როცა ძულდა, შეიყვარა
როცა ჭამდა, შიოდა
როდესაც წყუროდა, სვამდა
როდესაც ეშინოდა, გაბედა
როდესაც კლავდნენ, კოცნიდა
როდესაც ეჯვია, მოჯვა (!)
როცა ციოდა, ჩაიცვა
როდესაც მოკვდა, იცოცხლა!!!
და ეს ბოლო ფრაზა რომ წარმოთქვა და მთელი ალტერნატიული გოიმობა, რაც იყო იქ შეკრებილი გასკდა ტაშით და ცრემლებით. გოგოები წიოდნენ, ბიჭები უსტვენდნენ და პივას ასხამდნენ. მე ღლის ფორმა მივიღე ასეთი ლექსის მოსმენის შემდეგ
რა მოუვიდა იმ ხალხს? კიდევ წერენ ასეთ სლეობებს???