"ფარცხალაძე დარწმუნებულია, რომ მას ვანო მერაბიშვილის გამო არ დასჯიან," - ირმა ნადირაშვილი
დღეს, 17:51
http://rustavi2.com/ka/news/49816ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არ დაისჯება, რაც ოპოზიციის მტკიცებით თავად ყოფილმა პროკურორმაც იცის. გამოძიების დაწყების თემა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა აქტუალური.
„მას არაფრად მიაჩნია ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად, შესაბამისად ფიქრობს, რომ ის არ დაისჯება, იმ ქმედების გამო, რომელიც ვანო მერაბიშვილის მიმართ განახორციელა, მაგრამ ყველაფერი დროებითია. როგორც გამომჟღავნდა, რომ მან ბოტასები მოიპარა გერმანიაში ზუსტად ისე გამომჟღავნდება, რომ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილი.
მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს რიგით პატიმარს უწოდებს და ამბობს, რომ „ყველა რიგითი პატიმარის განცხადებაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.“
ცნობისთვის ეს ის კაცია ბოტასებს რომ იპარავდა გერმანიაში,

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა," - კახა კოჟორიძე
დღეს, 17:43
http://rustavi2.com/ka/news/49814ევროპის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებას პრეზიდენტის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აფასებენ "მძიმე გადაწყვეტილებად." ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა და თქვა, რომ შესაბამისმა უწყებებმა საქმეზე გამოძიება დაგვიანებით, მაგრამ მაინც უნდა ჩაატაროს და დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დროული რეაგირება არ მოახდინეს.
„ეს ნამდვილად არის მძიმე გადაწყვეტილება და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების. როდესაც დანაშაულის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება ამაზე პროკურატურამ უნდა მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. შესაბამისად მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმ საკითხზე მოხდა თუ არა მაშინ ვანო მერაბიშვილის გაყვანა, არამედ იმ საკითხზეც რატომ არ გამოიძია პროკურატურამ, რატომ არ შეასრულა პროკურატურამ კანონით დაკისრებული ვალდებულება, რამაც გამოიწვია სტრასბურგის მხრიდან სახელწმიფო ინტერესებისათვის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.
This post has been edited by SUPERTV on 20 Jun 2016, 18:08