ამოცანების თემაშიც დავპოსტე მაგრამ რადგან იმ თემას სასკოლო მასალა აწერია, გადავწყვიტე ცალკე გამეხსნა თემა. სასკოლო მასალა ნაღდად არაა ეს

წარმოვიდგინოთ ჰიპოტეტური ეკონომიკა, რომელშიც მხოლოდ ორი დარგია – სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა. თითოეული დარგი აწარმოებს ერთი სახის პროდუქტს ერთადერთი ტექნოლოგიით. ვთქვათ ტექნოლოგიები წლიდან წლამდე უცვლელია და დანახარჯები პროდუქციის ერთეულზე არაა დამოკიდებული წარმოების მასშტაბებზე.
გასული წლის განმავლობაში წარმობული იყო სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია 40 პირობითი ერთეულის ოდენობით. აქედან 4 ერთეული მოხმარებული იყო თავად სოფლის მეურნეობაში, ხოლო 12 ერთეული ენერგეტიკაში საწარმოო მოხმარების სახით. ენერგეტიკაში იმავე წელს წარმოებული იყო 30 პირობითი ერთეული მთლიანი პროდუქტი. აქედან 12 ერთეული გამოყენებული იყო სოფლის მეურნეობაში, ხოლო 6 ერთეული ენერგეტიკაში საწარმოო მოხმარებისათვის.
ა. ააგეთ ტექნოლოგიური მატრიცა A.
ბ. ჩაწერეთ ლეონტიევის მოდელი მიმდინარე წლისათვის, თუ საბოლოო მოთხოვნის (Final Demand) პროგნოზი ამ წელს შეადგენს 30 და12 პირობით ერთეულს, თითოეული პროდუქტისათვის, შესაბამისად.
გ. იპოვეთ შებრუნებული მატრიცა (I-A)-1 სტრიქონებზე ელემენტარული ოპერაციებით.
დ. იპოვეთ თითოეული პროდუქტის მთლიანი წარმოების მოცულობა (Output) მიმდინარე წელს
(ბ) პუნქტში მითითებული საბოლოო მოთხოვნის სიდიდეებისათვის.