აი თურმე რატომ..
„ჰესტოკ ბათუმმა“ საპატრიარქოს 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა, ე.წ. ფერიის მთაზე [გასართობ ცენტრთან ახლოს, სადაც სახელმწიფომ მშენებარე ეკლესია დაანგრია] ახალი ეკლესია საკუთარი სახსრებით ააშენა. „ეს ჩვენ თვითონ, ჩვენი სურვილით გავაკეთეთ,“ – ამბობს გიორგი აბაშიძე. რაც შეეხება „კაისას“ და მიმდებარე ტერიტორიას, ის „სვეტის“ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამდე, „ჰესტოკ ბათუმს“ იპოთეკით აქვს დატვირთული.
„ეს ტერიტორია სახელმწიფოსგან გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მივიღეთ. საბაგიროს გაკეთება, 15 წელი მისი ექსპლუატაცია, ასევე გასართობი ცენტრის მშენებლობა [„არგო“], საქართველოს მოქალაქეების დასაქმება და საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა – ეს იყო პირობა, თუ არ ვცდები 2009 წელს, ჩვენსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ და ტერიტორია გავყიდეთ“.
http://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/489...h.ng5s3mnL.dpuf"ქართულ ეკლესიას ებრძვიან", "მართლმადიდებლობას ებრძვიან", "ყველაფერ ქართულს ებრძვიან სოროსისტები",
"მართლმადიდებლებს ამ ქვეყანაში არაფრის უფლება არ გვაქვს",
"შაჰ-აბასის დროს არ ანგრევდნენ ასე ქართულ ეკლესიებს"
რატომ არ გვესმოდა ასეთები? - საქართველს ეკლესია-ტრადიციის ბედით დამწუხრებული, აღშფოთებული ადამიანების პროტესტი ამ ამბავთან დაკავშირებით..
არ უნდა ყვირილი აქანე - გადარიცხე, გადმორიცხე ყველა მხარე კმაყოფილია..
This post has been edited by rati nwt on 21 Jun 2016, 11:38