#50947906 · 12 Jul 2017, 12:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
spichuka დავიწყოთ იქედან რომ ყველა ქვეყანას ალკოჰოლის შეტანაზე აქვს თავისი რეგულაციები. ამისათვის ჯერ პირველი საკითხია: ალკოჰოლს გააჩნია, რა სასმელი. ასევე გააჩნია რა ქვეყანაში გინდა გაყიდვა. უნდა იცოდე იმპორტიორ ქვეყანას რა მოთხოვნები აქვს, რა დოკუმენტაციას ითხოვს და საჭიროა თუ არა აქციზური მარკები.
რაც შეეხება ჩვენგან გაგზავნას. ჩვენგან რომ ღვინო გააგზავნო საჭიროა: 1. აიღო აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა. 2. ამ დასკვნის საფუძველზე აიღო შესაბამისობის სერტიფიკატი ღვინის ეროვნულ სააგენტოში. თუ არის ადგილწარმოშობის ღვინო, ამ ღვინომ უნდა გაიაროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დეგუსტაცია. 3. ღვინის ეროვნული სააგენტოს სერთიფიკატების საფუძველზე, საბაჟოზე აიღო წარმოშობის სერთიფიკატი (CT1 ან EUR1 ან VI1 გააჩნია სად მიდის). 4. შეიძლება საჭირო იყოს ჰიგიენური სერთიფიკატი (სურსათის ევორვული სააგენტო). 5. ფიტოსანიტარული სერთიფიკატი (სურსათის ევორვული სააგენტო). ბოლო ორი ისევ და ისევ მიმღებ ქვეყანაზეა დამოკიდებული. იმისათვის რომ ღვინი ეროვნულმა სააგენტომ მოგცეს სერთიფიკატი, იქ დარეგისტრირებული უნდა იყო როგორც ამ ბიზნესში მოქმედი სუბიექტი და შენს ბალანსზე უნდა გქონდეს კონკრეტული ალკოჰოლური სასმელი. თუ შენ არ ხარ მწარმოებელი, მაშინ უნდა გქონდეს ამ სასმელის შესყიდვის დოკუმენტი.
|