meparისევ "მეცნიერებისკენ" მიგყავარ. უბრალო კითხვა მაქვს, რომელზეც პასუხს ვერ ვიღებ.
ჯერ კონტინენტი რამდენია, კაცობრიობა ჩამოყალიბდეს, მერე განვიხილოთ რაკურსები

ვიკიდან:
სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:
6 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი მიღებულია აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
6 ერთეული: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი პოპულარულია ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში. ამის გამოხატულებაა ოლიმპიური მოძრაობის ემბლემა 5 რგოლის სახით (ბუნებრივია, ანტარქტიდის გამოკლებით).
5 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია.
4 ერთეული: ევრაფრაზია, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამება ტერმინის ”კონტინენტი” განსაზღვრებას, ვინაიდან ევრაზია და აფრიკა ერთმანეთისაგან გამოყოფილია სუეცის არხით, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და ამავე დროს არც ზღვას წარმოადგენს და არც ოკეანეს. ანალოგიურად ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა გაყოფილია პანამის არხით.