მოგესალმებით. 1 წელზე მეტია მაქვს ყელის რკალების ანთება. მხოლოდ რკალებია წითლად, სხვა არაფერი. მოთეთრო წყლულივითაც არის პატარა. ზოგჯერ ტკივილი ყურებზეც გადამდის. არც გლანდებია გადიდებული. ბევრ ექიმთან ვიყავი და ვერ დაადგინეს მიზეზი. ანტიბიოტიკი დამინიშნა ექიმმა ანალიზის გარეშე. ოდნავ შემცირდა თითქოს, მაგრამ მაინც არ მომირჩა.
მერე ბაქტერიოფაგში წავედი, streptococcus spp ამოვიდა ნაცხში, უხვი ზრდით. ექიმმა სავლები დამინიშნა და არც ამან მიშველა. ზოგმა ექიმმა მთხრა, შეიძლება კუჭის მჟავა ამოდიოდეს საყლაპავშიო. არც ამოწვა მაქვს. რა შეიძლება იყოს? რომელ ექიმთან მივიდე? ვიყავი ყელ-ყურთან, ინფექციონისტთან და თერაპევტთან, უშედეგოდ.
გადატანილი მაქვს ებშტეინ-ბარის ვირუსიც და ამაზეც მქონდა ეჭვი. თუმცა ანალიზში ჩანს, რომ არაა ვირუსი აქტიური. ოზონოთერაპიასაც ვიკეთებ, სისხლის გადასხმით. არც ეს მშველის.
სიბრძნის კბილზეც მაქვს ეჭვი, რომელიც ჰორიზონტალურად დგას და კარგად ვერ ამოდის. თუმცა ღრძილი შესიებული არაა.
რა მჭირს როგორ გავიგო? ექიმები მარჩიელობენ რაღაცას