#48171636 · 23 Jun 2016, 16:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუხლი 1421. რასობრივი დისკრიმინაცია 1 + 1. რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ მხრივ მარტო პოლიციაში მისვლით არამგონია რამეს გახდე, არასამთავრობოებით იჩალიჩო ჯობია, რომ საქმე გახმაურდეს და დიდი საჯარო ინტერესი მიეცეს.
ბათუმში რა არასამთავრობოებია არ ვიცი...ერთი საია ვიცი მარტო. თუ მაგ მხრივაც არაფერი გამოგივიდა....ტელევიზიაში დარეკე & მიდი და განუცხადე ამ კლუბის არსებობის და წესების შესახებ. თუ ვიდეოს გადაიღებ, სადაც ჩანს რომ ქართველობის გამო არ გიშვებენ, მთლად უკეთესი.
--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
|