#48173768 · 23 Jun 2016, 21:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიახ,კრედიტი ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. იღებ კრედიტს და იხდი "ნელ-ნელა." ალბათ დამეთანხმებით,რომ ამ პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო. და გადაუხდელობის სინდრომიც ასევე მასიურ ხასიათს ატარტებს. თემა, ამ საკითზე-ყოველთვის დევს პირველ გვერდზე სხვადასხვა სათაურებით,სადაც ძირითადად მსჯელობა მიდის საკითხზე-მსესხებელმა უნდა გადაიხადოს თუ არა. არგუმენტები მრავლადაა ორივე მხრიდან,რომლითაც თავიანთ პოზიციას ამართლებენ- გადახდაუნდავალსაოდან უსაშველოდ მაღალ პროცენტებზე. მიდის მსჯელობა ძირის და პროცენტების ანგარიშის უსამართლობაზე. დამეთანხმებით,რომ "არასაბანკო",ანუ კერძო გამსესხებლებიც მომრავლდნენ, მოკედ ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო ხდება. და მიუხედავად იმისა,რომ პირადად მე არ მაქვს ფინანსური პრობლემები, მებადება კითხვები: 1.ითვლება თუ არა ეს საკითხი საზოგადოებრივ პრობლემად? მე მხედველობაში მაქვს ის გარემოება,თუ რატომ უნდა ვიყო იძულებული ავიღო კრედიტი,რომლის გადახდაც ჩემთვის სათუოა.(უმეტესად კრედიტს იღებენ არას კომფორტის,არამედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით). 2.თუ არსებობს შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ამ მიმართულებით(თუნდაც მცდარი,არასწორი),სადაც გამართლებული ან უარყოფილია შექმნილი ვითარება- სახელმწიფოებრივ დონეზე 3.ითვლება თუ არა ეს პრობლემა ეკონომოკური სიდუხჭირის პრობლემად,რომელიც შეფარულია სხვადასხვა ნიღბით 4.ეძებენ თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსავალს? 5.ითვლება თუ არა ეს პრობლემა სახელმწიფო ორგანოების პრეროგატივათ? როგორც მოგახსენეთ გადახდა უნდა ვალსაო-არ არის ამ თემის შინაარსი,როგორც ერთი ყველა ბანკის დედაც... სად ხედავთ პრობლემის სათავეს?
|