საქართველოს პირველ ისტორიულ ტესტმადე სამოას მიწაზე ერთი დღე რჩება - 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ბორჯღალოსნები აპიას პარკ სთედიუმზე მანუ სამოას (გულადი სამოა) ერკინებიან.
საქართველოს ნაკრები პირველად თავის ისტორიაში ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ სერიაში და ტურნეზე ოკეანეთში გამგზავრა, სადაც პირველი ტესტი, როგორც ზემოთ ვაღნიშნეთ, სამოასთან გვაქვს.
შემდეგ ბორჯღალოსნები ფიჯიზე გაემგზავრებიან, სადაც სუვაში 18 ივნისს, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვეთამაშებით ტონგას. ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში კი, 24 ივნისს მასპინძელ მფრინავ ფინეჯელბს ვებურთავებით.
ჩვენი ნაკრები სამოაში 4 ივნისიდან ემზადება ტესტებისთვის. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქაცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა. გუნდს საფრაგეთიდან უკვე შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ზურაბ ჟვანია.
„გამოწვევა მიღებულია და მოუთბენლად ველით შაბათს სამოასთან თამაშს. ბოლო სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ძლიერად ვივარჯიშეთ. სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს - ღონე და მონდომებას - მონდომება და რათქმაუნდა თავდაჯერებულობა“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
პირველ ტესტამდე ორი დღით ადრე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა. პირველ ხაზში ასიეშვილი, ბრეგვაძე და მირცხულავა იწყებენ. მეორე ხაზში ჩხაიძისა და ნემსაძის გამოცდილ დუეტს ვიხილავთ, ხოლო მესამეში 8 ნომერზე ლაშა ლომიძე დაიწყებს. გუნდის კაპიტანი, შალვა სუთიაშვილი 6 ნომერზე ითამაშებს, ხოლო ერთა თასზე, ესპანეთთან მიღებული ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის შემდეგ პირველად ვიხილავთ გიორგი თხილაიშვილს.
93-ე კეპს მპიხვეჭს მერაბ კვირიკაშვილი. ცენტრში ტრადციულად მერაბ შარიქაძე 12-ზე, ხოლო დავით კაჭარავა 13-ზე გაირჯებიან. ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე დაიწყებენ. ჰავბექებად გიორგი ბეგაძე და ლაშა ხმალაძე ითამაშებენ.
„გამოცდილი რაზმია, რომელმაც ითამაშა ბოლო ერთა თასზე, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აპიაში შეკრული გუნდით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ნაკრებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს და სხვა ლიდერებთან ერთად დარწმუნებული ვარ გუნდს კარგად წავუძღვებით“ - შემადგენლობის დასახელებისას აღნიშნა ჰეიგმა.
საქართველო - სამოა | აპია პარკ სთედიუმი, აპია, სამოა
11/06/2016 | 06:00 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისამატჩო რაზმი:
ბექები15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონ, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორელიაკ, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10)
ფორვარდები1. კარლენ ასიეშვილი (ბრივ, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერ, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქს, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილ, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბ, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემ, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ)
მარქაფა16. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონ, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენ, საფ)
ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველო დროით:სამოა - საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
საქართველო - ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი - საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
წარმატებები ვუსურვოდ ჩვენს ბიჭებს
* * *
ესპანეთს 0-1 მოვუგეთ და რაგბი აღარ გვაინტერესებს?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
მარად და ყველგან,ბრაზილია მე ვარ შენთანა.
<>
1958,1962,1970,1994,2002