ახალი ფინანსური რეგულაციებით:
კერძო გამსესხებლებს ეკრძალებათ სესხების გაცემა ეროვნულ ბანკში გამსესხებლად დარეგისტრირების გარეშე, ანუ მეწარმეობას და შესაბამის გადასახადებს შეტენიან,.რაც გაზრდის სესხების ფასებს...
კერძო გამსესხებლებს ეკრძალებათ სესხების უზრუნველსაყოფად გამოიყენონ მსესხებლების ან სხვათა უძრავი ქონება და ავტომანქანები, რაც გაზრდის სესხების რისკებს და შესაბამისად, მათ ფასებსაც...
კერძო გამსესხებლებს მოუწევთ მერე კრიმინალურილ ან კრიმინალურისავით მეთოდებზე ფიქრი დაუბრუნებელი სესხების დასაბრუნებლად...
კერძო სესხების ბაზრის ფაქტიური გადაკეტვით თუ შეზღუდვით ბანკგაშავებულებს ფულის ეგზისტენციური საჭიროებებისას მოუწევთ მისი შოვნის კრიმინალურ ან მოკრიმინალო საშუალებებზე ფიქრი...
კერძო სესხების ბაზრის მიჭირხვნითა და ამით მათი მხრიდან კონკურენციის ლამის მოსპობით საბანკო და მიკროსაფინანსო სესხები გაძვირდება, საბანკო სექტორი კიდევ უფრო მეტად მოსუქდება ძირითადად გაჭირვებული ხალხის ხარჯზე...
და ბოლოს, იბადება კითხვა: ბევრი ციკნების ჭამამ გონების ტვინგაციკნებაც იცის თუ აქ უფრო უარესთან გვაქვს საქმე ხალხს და მსოფლიო დემოკრატიას?...
This post has been edited by kodeqsi on 27 Aug 2018, 22:06
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...