“სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელ, იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ამას უნდა შევეგუოთ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ერთი ადამიანი და ერთი კონკრეტული პარტია იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გელაშვილის ცემის ფაქტი, დავითაშვილის ცემის ფაქტი და სხვა უამრავი. ასე რომ სასამართლო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ჩხუბზე რა უნდა დაეჭირათ?,“-განახადა კალაძემ.
რატი გაჩეჩილაძეს საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
"ჩხუბზე რა უნდა დაეჭირათ?,“-ასე აფასებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას. კალაძე ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალია და მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო:
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=79527
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)