შარშან ზამთარში საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამოაშკარავებული ქართული ბანდის (15 წევრის აყვანით და 14–ის ძიებაში გადაცემით) “ალაფი” 10 მილონ ევროს შეადგენდა, 170–მდე ბინის ქურდობით ქ. ათენის ისეთ გარეუბნებში, როგორიცაა ვრილისია, კიფისია, მელისია, ერითრეა, ნეო ირაკლიო, პევკი, მარუსი, გლიფადა. ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათებზე, რომელიც ქ. ათენის პოლიციის სანიფორმაციო სამსახურის ექსკლუზიურ ფოტ–რეპორტაჟს შეადგენს, ნახავთ ბანდის მეთაურის ზე/კომფორტულ და უმდიდრეს ვილას, საკუთარი აუზით და ტენისის კორტით ქ. ათენის გარეუბან ანავისოში, ძვირადღირებულ ავტომანქანებს (“პორშე”, “მერსედესი” დ ა.შ.), რომლებიც ბანდის წევრებს ეკუთვნოდათ, ასევე, ძვირადღირებულ სიგარებს, 90 000 ევროს–ნაღდი ფულის სახით, ძვირფასეულობის “კასეტას” 2 მილონი ევროს ღირებულებით, მაგიდის პატარა ოქროს საათს (ფირმა “კარტიე”–სი), რომელიც 150 000 ევროს ღირებულებისაა, წმინდა გიორგის შეუფასებელი ღირებულების ოქროსჩარჩოიან ხატს, ასევე, შეუფასებელი ღირებულების ბრილიანტებსა და ძვირადღირებული ბრენდების ხელჩანთებს.
… აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობდა, არ გამორჩეულიყო, ბერძენი ძვირფასეულობათა შემფასებელი იყო (პოლიციის ცნობით, ერთ–ერთი საუკეთესო ქ. ათენში და მთლიანად – საბერძნეთში), რომელიც უბრალო მოტოციკლეტით (სკუტერით) გადაადგილდებოდა. დანარჩენი ბანდის წევრები, “სამუშაოსგან” შესვენების პერიოდში, არ იკლებდნენ არც ძვირადღირებულ მანქანებს და არც დროსტარებას ათენის საუკეთესო ბარებსა და რესტორნებში, საზღვარგარეთის ფეშენებალურ კურორტებზე ოჯახებით დასვენებით და ა.შ.






