anikaaaკაი ტიპობაში რას გულისხმობ, არვიცი. მე სხვა რაღაცამ გამაჩერა...
ანუ, ბინის ყიდვა მარტო იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფული გადაიხადო, აშენდეს, ჩაგბარდეს, გაარემონტო და შეხვიდე საცხოვრებლად...
იქ უნდა გაატარო შენი ცხოვრების მომდევნო წლები, ანუ კორპუსმა და გრუნტმაც შესაბამისად უნდა გაძლოს დიდი ხანი. არანაირი სურვილი არ მაქვს 10 წელი ვიცხოვრო შიგ და მე11ეზე მტკვარში ჩამიტანოს ჩემი სახლიან-ოჯახიანად... და როცა სამშენებლო ბიზნესს იწყებ "ლევად კოეფიციენტების აწევით", ამაში ქრთამს აძლევ (თუ სწორად ჩატარდა გამოძიება და არაფერი დააბრალეს ამ ადამიანს), რაღაც დიდი ეჭვი მეპარება, რომ გრუნტის კვლევას და გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოებას აქცევდე ყურადღებას... აი ამან დამატორმუზა, თორე იმაზე არც კი მიფიქრია, რომ არ აშენდებოდა... თანხაში გადავარდნაზე მეტად მტკვარში გადავარდნა არ მინდოდა ანუ