#48212927 · 28 Jun 2016, 12:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავდაცვის მინისტრმა ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ივლისში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც გააძლიერებს ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებს და გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც მის არაწევრ ქვეყანაში მას ექნება ოფიციალურად დადასტურებული, სერთიფიცირებული სასწავლო ცენტრი, ნატოს საზღვრები გარეთ.
„2016 წლის ივლისის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპს, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფა. ჩვენ პირველად მივაღწიეთ იმას, რომ თუკი დიპლომატიაში რამეს ომი ჰქვია, ყველა გამოვიარეთ ამ ერთი წლის განმავლობაში და მივიღეთ თანხმობა, სრული თანხვედრა და ივლისის თვიდან, ეს ხელშეკრულება უკვე იქნება ფუნქციონალური, ძალაში.
დღეს ნატოში მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე და ამ საქმიანობში სრულფასოვანი წევრი, მონაწილე არის საქართველო. ნებისმიერი კონცეპტი, რომელიც იქნება დამტკიცებული ვარშავაში შავ ზღვასთან დაკავშირებით, იქნება საქართველოსთან ერთად, იმის მიუხედავად, საქართველო ნატოს წევრი არის თუ არა. ეს არის ის მიმართულება და გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ძალიან ცალსახად ვთქვით, რომ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება, არ არსებობს წარმატებული პროექტი შავ ზღვაზე, თუ მისი მონაწილე არ არის საქართველო.
ჩვენ ვარშავის სამიტიდან დავბრუნდებით ლეგალიზებული JTEC-ით ნატოს სისტემაში და ნატოს სტრუქტურაში, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ეს იქნება პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც მის არაწევრ ქვეყანაში მას ექნება ოფიციალურად დადასტურებული, დოკუმენტებითა და ქაღალდებით სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრი, ნატოს საზღვრების გარეთ“,-განაცხდა ხიდაშელმა.
This post has been edited by dimonds on 28 Jun 2016, 13:05
--------------------
ნაცი=ქოცი
ყველა ქართველი "პოლიტიკოსი" დასახვრეტია
|