13 წელია ვპოსტავ ფორუმზე. ბევრ რამეზე გამცინებია. ბევრ ინტელლეკტუელ იუმორისტულ აქციაში მიმიღია მონაწილეობა და ფორუმ.გე რომ სსრკ-ს კომპარტია ყოფილიყო, საკავშირო თუ არა, რესპუბლიკური მნიშვნელობის ლენინის პრემიას ავიღებდი. დამსახურებული იუზერი ვარ ანუ. 30 წლის მოწიფული მამრი - პრეტენზიით ემოციურ და გონებრივ ზრდასრულობაზე...
, მაგრამ...
მაგრამ, არაფერზე არ მეცინება ისე ძლიერ, როგორც პრიმიტიულ, პირველყოფილ ხუმრობებზე, რომლის მთავარი მოქმედება მოჯმაა და მთავარი ობიექტი - მძღნერი. ამას შეამჩნევდით. ეს ხანდახან სასაცილოა, მაგრამ არა შეცემამდე!!!!
აქამდე ამას არ ვუყურებდი სერიოზულად. მეგონა ახირება. დღეს კი, ავტომატურად ვიწყებდი მძღნერზე და მოჯმაზე კიდევ ერთი თემის გახსნას და ამ დროს ჩემს გონებას გაუჩნდა კითხვა: რატომ? რატომ უნდა გაიხსნას კიდევ ერთი თემა საცოდავ, ყველასათვის საძაგელ თემაზე, რომელიც შენც გამცირებს, სხვა იუზერებსაც გულს ურევს და ,რაც მთავარია, შენს თვითშეფასებაზე ნეგატიურად მოქმედებს
მე ვდებ პირობას, რომ აღარ გავხსნი მოჯმაზე არცერთ თემას. დეფეკაცია იქნება ტაბუდადებული თემა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს...