გამარჯობააა. შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ ქეისის დაწერაში?

ეკონომიკა ქეისი “ NIKE ჯაბნის კონკურენტებს”
მეოცე საუკუნის ბოლო წლებში სპორტული ფეხსაცმლის დარგი ფენომენალურ ზრდას განიცდიდა.
1983-1996 წლებში ადგილი ქონდა გაყიდვების ზრდას $ 2,7 მლრდ-დან $ 7,6 მლრდ-მე. მართალია, 80-
იან წლებში დომინანტი ფირმა აღნიშნულ დარგში Reebok იყო, მაგრამ შემდეგ ინიციატივა თანდათან
ხელთ იგდო NIKE-მა და 90-იან წლებში იგი უკვე ლიდერად მოგვევლინა, მეორე ადგილზე
ჩამოაქვეითა რა Reebok ბაზრის 15,8% წილითა და $ 1.1 მლრდ საქონელბრუნვით. რაც შეეხება NIKE-ს,
ამ დროისთვის მისმა გასაღებამ ბაზრის 42%-ს მიაღწია. მესამე ადგილზე პრეტენზიას აცხადებდა Fila
და Adidas, თითოეული დაახლოებით 0.5 -0.5 მლრდიანი ბრუნვით.
NIKE-ის მარკეტინგული სტრატეგია და კვლევა-განვითარების კურსი წარმატების ერთგვარ ნიმუშად
იქცა ამ და სხვა დარგებისათვის. მენეჯერები განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავდნენ R&D-ის
წვლილს კომპანიის წარმატებაში.. თუ 1986 წელს NIKE-მა მხოლოდ $ 5.2 მლნ დახარჯა R&D-ზე, 1996
წელს მისმა ხარჯებმა R&D-ზე უკვე $ 46.8 მლნ შეადგინა. სწორედ ამგვარმა ძალისხმევამ შეაძლებინა
NIKE-ს დივერსიფიცირება მოეხდინა სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა: ფეხბურთი, აერობიკა,
კალათბურთი, გოლფი და სხვა. ამ მხრივ ხელი მოეცარა ბევრ კომპანიას, მაგ. LA. Gear-ს, რომელმაც
მეტად სარისკო საქმიანობა წამოიწყო, კერძოდ, ქალისა და ბავშვის ფეხსაცმელის წარმოებიდან
საკალათბურთო ფეხსაცმლის წარმოებაზე გადაერთო და როდესაც ტელევიზიით ხდებოდა
პირდაპირი ჩვენება საკალათბურთო მატჩის, მაყურებლებმა იხილა თუ როგორ დაიშალა ამ ფირმის
ფეხსაცმელი. ამ „უბედური შემთხვევის“ გამო მისი აქციების ფასი ბირჟაზე $ 49-დან $ 1.63-მდე დაეცა.
(არც სხვა კომპანიების მცდელობას მოყოლია რაიმე სერიოზული წარმატება დივერსიფიკაციის მხრივ).
უნდა აღნიშნოს, რომ NIKE სარეკლამო ხარჯების მხრივაც დაჩაგრა კონკურენტები. ერთ წელში მან $
643 მლნ დახარჯა რეკლამაზე და ჩართული იყო ცნობილი სპორტსმენები მაიკლ ჯორდანი, თაიგერ
ვუდსი, ქენ გრიფი და ა.შ. (მაშინ, როცა Reebok ცნობილი როკ-ჯგუფებზე Spice Girls და U2 გააკეთა
აქცენტი, თუმცა ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო).
აღსანიშნავია ასევე NIKE-ის აქტიური მონაწილეობა საკუთარი წარმოების ფეხსაცმლის რეალიზების
პროცესში: შეიძლება ითქვას, პირდაპირ კარნახობს საცალო პუნქტებს როგორ -სად დადონ და როგორი
წესით მოახდინონ რეალიზება. ამასთან, საცალო ქსელის მოვაჭრენი ხშრად უჩიოდნენ NIKE-ს, რომ არ
ამარაგებდა დროზე იმ ობიქტებს, სადაც მომხმარებელი ფასაკლებით სარგებლობდა. მართალია, NIKE-
ის პროდუქცია „ბეთსელერად“ მიიჩნეოდა, მაგრამ სავაჭრო პუნქტებს ერჩივნათ ჰყოლოდათ უფრო
მეტი მიმწოდებელი და ერთმანეთისთვის კონკურენცია გაეწიათ.
კითხვები ანალიზისთვის:
1. აღწერეთ ბაზრის რომელი სახეა დახასიათებული ქეისში (მონოპოლია, ოლიგოპოლია და ა.შ.)
და მათ შორის მსგავსება და განსხვავება;
2. როგორ შეაფასებდით იმ მეთოდებსა და ხერხებს, რომელთაც მიმართავენ ქეისში კომპანიები
კონკურენტებთან ბრძოლაში? იმსჯელეთ.
3. თუ Adidas , Reebok და Fila მოახერხებენ საკუთარი საბაზრო წილის გაზრდას, რა გავლენას
მოახდენს ეს პროდუქტის ფასსა და რაოდენობაზე? ახსენით.
გ. დასუდჰბასდასწჯეწჰბეწუფეწდ