რუსეთის ხელისუფლებას რომ ყირიმის ოკუპაციის ლეგიტიმური საბაბი არ გააჩნია, ეს ვიცით, მაგრამ კრემლი მუდმივად აპელირებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობას სურდა რუსეთთან შეერთება. მაგრამ მოსახლეობის ნების გამოხატვას გაოფიციალურება და "გაპრავება" ხომ სჭირდება?! როგორ გგონიათ, რომელმა ორგანიზაციამ ითავა ეს საქმე?! სწორედ ჩვენმა მიუკერძოებელმა და ავტორიტეტულმა GFK-მ. დიახ და ნამდვილად 100%-ით!
2015 წლის თებერვალში გერმანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ GFK-მ ყირიმში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 93% მხარს უჭერს ყირიმის რუსეთის შემადგენლბაში შესვლას. მხოლოდ გამოკითხულთა 2%-მა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიას ეწინააღმდეგება.
ამავე კვლევის თანახმად, ნახევარკუნძულის მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლით მათი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
რამდენან კანონიერია ოკუპირებულ ტერიტორია კომერციული საქმიანობა (ამ შემთხვევაში კვლევევი) ცალკე საკითხია, თუმცა, ვისი დაკვეთით ჩაატარა GFK-მ ეს კვლევა ოფიციალურად არ არის ცნობილი. სამაგიეროდ ცნობილია. რომ კრემლი ეყრდნობა ამ კვლევებს და აფრიალებს, როგორც ყირემელთა ნების დადასტურებას.
ჰოდა ამ ყოვლად სანდო GFK-მ გამოაქვეყნდა დღეს მონაცემები პარტიების რეიტინგების შედეგების შესახებ!
რა ვიცი, მე მგონი, რომ ძალიან საჩოთირო ამბავია! აშკარად ვიღაცის გვირაბშია გაჭედილი ეს კვლევითი ორგანიზაცია!
ეს რომ სხვას ექნა?! ....
---------------------------------
ირაკლი გოგავა: გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK ნაციონალებთან წლებია თანამშრომლობს და არაერთხელ შეასრულეს სააკაშვილის დაკვეთა, ცხადია, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. ეხლაც სააკაშვილის სურვილები გამოაქვეყნეს, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩანს, რომ ეს პირველი კვლევა პროცესის ნაწილია და ამას მოყვება სააკაშვილის დაქირავებული GFK-ს კიდევ ერთი კვლევა სექტემებერში და მათივე ეგზიტპოლი არჩევნების დღეს. სექტემბრის ბოლოს კვლევაში ნაცებს აუცილებლად პირველ ადგილზე დაასახელებენ, ხოლო ეგზიტპოლში კი მინიმუმ 55%-ს დაუწერენ. ეცდებიან, მზარდი დინამიკა შექმნან და დააფიქსირონ, რომ მოსული ამომრჩევლის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს ნაციონალებს.
საინტერესოა GFK-ს სხვა ქვეყნებში “ცუღლუტობანი”: 2014 წელს უკრაინაში GFK-ს ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება, რადგან აღმოუჩინეს მოსყიდული პანელისტები ანუ ადამიანები, რომელთაც “პიპლმეტრები” ეყენათ და აყალბებდნენ სატელევიზიო რეიტინგებს. ასევე აღმოუჩინეს ინსტრუქცია მოსყიდულ პანელისტებს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როდის რა არხისთვის და რამდენი ხანი ეყურებინათ, რომელ არხებზე არ ჩაერთოთ საერთოდ, რასაც საბოლოოდ გავლენა ჰქონდა ტელევიზიების რეიტინგებზე და შესაბამისად სარეკლამო დროის ფასებზე სხვადასხვა ტელევიზიებზე. ამ თაღლითური სქემით რეკლამის განმათავსებელი ფირმები 40 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს ნახულობდნენ ყოველწლიურად. 100-ზე მეტი მოსყიდული პანელისტი აღმოუჩინეს უკრაინაში და თითოეულს 1200$-ს უხდიდნენ თვეში თაღლითობისთვის. საბოლოოდ უკრაინის “ინდუსტრიულმა სატელევიზიო კომიტეტმა” გაუწყვიტა ხელშეკრულება და ამერიკული “Nielsen”-ით ჩაანაცვლა. თავად GFK-მ აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდული პანელისტების არსებობას.
თურქეთში GFK გადასახადების დიდი ოდენობით დამალვაში იქნა დადანაშაულებული 21 მილიონი ევროს ოდენობით და GFK-ს სამ მენეჯერზე საქმეც აღიძრა.
http://www.postalioni.com/2016/06/%E1%83%9...3%90-%E1%83%99/----------------------------
პ.ს.
2012 წელს მის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლის მონაცემები რადიკალურად აცდა რეალობას და მაშინვე არსებობდა არგუმენტირებული ვარაუდი, რომ ეს ორგანიზაცია ნაციონალებმა დაიქირავეს, რათა შირმად გამოეყენებინათ და, სინამდვილეში მონაცემებს თავად წერდნენ. ნათელია ისიც, რომ ეგზიტპოლის არასწორი შედეგები სჭირდებოდათ მოსახლეობის დეზინფორმირებისთვის და გაყალბების "გასაპრავებლად". ცნობისთვის, GFK პასუხისმგელობას იღებდა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილება 2%-ზე მეტი არ იქნებოდა, რეალურად კი ცდომილება აღმოჩნდა 20%-ზე მეტი, მაგრამ ვითომც არაფერი ისე ჩაიარა ამ ამბავმა.
https://www.facebook.com/vasil.maghlaperidz...339931456020401----------------------------
პუტინს და გვარამია-სააკაშვილისას ებარებოდეთ
------