საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირებისა მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება.
პარტიები თხოვნით მიმართავენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ამ კონკრეტულ თემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.
პოლიტიკურ პარტიათა ერთობლივი მიმართვა
„ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ქვემოთ ხელმომწერ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდათ და გააჩნიათ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები, თუმცა, ყველანი ვერთიანდებით ერთი მთავარი პრინციპის გარშემო: საქართველო წარმოადგენს სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. ქართველი ხალხი აშენებს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლისთვისაც ღირებულია თავისუფლება, ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება და რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობისკენ....
P.S. ბურჯანაძე-ინაშვილი გამაექანონო
მიმაგრებული სურათი