29 ივნისს, 17 საათზე, "გურია" გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გარდამავალ ჩემპიონატს "გურია" უმეტესად ახალი ფეხბურთელებით ჩაატარებს.
გადაწყვეტილია, რომ გუნდს თემურ მახარაძე გაწვრთნის.
ბაზაზე უკვე იმყოფება ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი ფეხბურთელი. ეს უკანასკნელი, ჰასან ბელემოუ, 23 წლისაა და ამპლუით შუახაზელია.
როგორც იცით, გასულ სეზონში "გურიაში" 10-ზე მეტი ლეგიონერი ირიცხებოდა, რომელთაგან ოთხმა - კლუბი უკითხავად დატოვა. დანარჩენებიდან უმეტესობასთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
ძველი ლეგიონერებიდან რჩებიან - უკრაინელები ევგენი მოროზენკო, ანდრეი პოლტავცევი და ვასილი შტანდერი, ასევე, სერბი ალეკსანდარ იოვანოვიჩი. ახალი სეზონიდან ლეგიონერებზე მკაცრი შეზღუდვები შედარებით შემსუბუქებულია.სამშაბათს ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდი მოინახულა ლანჩხუთის გამგებელმა და კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
https://i.imgur.com/ReMadji.jpgეს ბონუსად
საქართველიოს ნაკრების კაპიტნის გოლი. (მე უკვირთ რატომაა ქალის კულტი საქართველოშიო

)
This post has been edited by Lаki on 29 Jun 2016, 11:22
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3