კონკურსის „მის მკერდი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 11 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ „მის მკერდის“ ტიტული 18 წლის ნინო გოგავას მიანიჭა, რომელსაც 5 ზომა მკერდი აქვს, ვიცე მის მკერდი კი ანა მარიდაშვილი გახდა.
სასურველ საპატარძლოების რიცხვს კიდევ ერთი- გოგონა მის მკერდი 2016 ნინო გოგავა შეემატა.
BULVARI.GE უკვე წაეჭორვა ნინიკოს და ისიც გავიგეთ როგორი ბიჭები მოსწონს, ასე რომ ბიჭებო ყურადღებით:
პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოლოცვისთვის( არ ეშლება კულტურა , აშკარად კარგად აღზრდილია), ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ რომელიმე კატეგორიას დამაჯერებდნენ, მაგრამ მოულოდნელად აღმოვჩნდი გამარჯვებული.
შეყვარებული გყავთ?
არა
როგორ უნდა იყოს შენი რჩეული?
განათლებული , ინტელექტუალური -ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ , რა თქმა უნდა სიმპატიურიც და აუცილებლად შემდგარი პერსონა, ფინანსების რაოდენობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია უსაქმური არ იყოს.
თქვენს მომავალ მეუღლეს რა თვისებები უნდა ჰქონდეს?
არ უნდა შემზღუდოს, და თუ ექნება რამეზე პრეტენზია დასაბუთებულად უნდა ამიხსნას, აუცილებლად უნდა მენდობოდეს, ნდობა ურთიერთობაში მთავარია. უნდა ამაყობდეს ჩემით, მოწესრიგებული უნდა იყოს ფეთხუმებს ვერ ვიტან და სასურველია თუ საჭმელების კეთებაც ეცოდინება.
ამდენი პრეტენზიების შემდეგ, თავად რას სთავაზობ მომავალ მეუღლეს?
მოვუვლი, კერძებსაც გავუკეთებ, კარგი მეგობარი და მრჩეველიც.
რას ვერ აპატიებ?
ღალატს და უნდობლობას.
ასე რომ ბიჭებო, თუ მზად ხართ იყოთ ერთგული მეუღლე , რომელიც ცოლს გემრიელი კერძებითაც გაანებივრებს იჩქარეთ სანამ ჯერ კიდევ თავისუფალია მისი გული


This post has been edited by boboqari on 28 Jun 2016, 20:08