გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პარასკევს ეწვევა. ვიზიტამდე ექსკლუზიური ინტერვიუ ნეტგაზეთისთვის ჟურნალისტმა სილვია შტიობერმა მოამზადა.
კაი ინტერვიუა
საქართველო საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს, მის შორეულ პერსპექტივას ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს. ასოცირების შეთანხმება წევრობისკენ მიმავალ ერთ ნაბიჯად აღიქმება. რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით გერმანიას და როგორ აფასებთ საქართველოს შანსებს ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ფონზე?
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც ხანგრძლივი და ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ზეგ შევა ძალაში, არის მნიშვნელოვანი მოვლენა: მისი იმპლემენტაციით ჩვენი ურთიერთობები ისეთი მჭიდრო გახდება, როგორც არასდროს. იმისათვის, რომ სრულად იქნეს გამოყენებული ეს პოტენციალი, აუცილებელია ასოცირების შეთანხმების თანმიმდევრული იმპლემენტაცია. ეს მოითხოვს მთელ რიგ საფუძვლიან და ამავე დროს მძიმე რეფორმებს, მაგალითად, სტანდარტების მისადაგებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, კორუფციასთან თანმიმდევრულ ბრძოლას, საჯარო ადმინისტრირების რეფორმებს და ეკონომიკის მოდერნიზაციას – აქ მხოლოდ რამდენიმე სფერო ჩამოვთვალე. რეფორმების გატარების დადებით შედეგებზე მიუთითებს უახლესი ეკონომიკური მაჩვენებლები: 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროებითი გამოყენების შედეგად ქართული ექსპორტი ევროკავშირში 12%-ით გაიზარდა.
http://netgazeti.ge/news/126285/
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა